01.09.2010

რაო, მედიამ მოჭორაო?

არ გადავდგებით, რა სისულელეაო

მთავრობაში ახალი საკადრო გადაადგილება არ იგეგმება , - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა, ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გააკეთა. მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება სპეციალურად პრემიერ-მინისტრის დავალებით გააკეთა, რადგან გაქარწყლდეს მითქმა-მოთქმა, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში მედიაში ვრცელდება. ,,ჩემი განცხადების მიზანია მასმედიაში გავრცელებული მითქმა-მოთქმის გაქარწყლება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრმა უკვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. არ იქნება არანაირი საკადრო გადაადგილება",-აღნიშნა მჭედლიშვილმა. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრობიდან ალექსანდრე კვიტაშვილის წასვლას, მჭედლიშვილის თქმით, კვიტაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოდან მიიღო შეთავაზება და თანამდებობიდან წასვლა სწორედ ამას უკავშირდება.

ეს ინფორმაციაც და გუშინდელიც–მოსალოდნელი გადადგომების შესახებ რამდენიმე სანდო საინფომაციო სააგენტომ გაავრცელა. რა მოხდა–მედიას შეეშალა თუ სამთავრობო ცვლილებები გადაიდო? კულტურის მინისტრმა, ბატონმა ნიკა რურუამ  გავრცელებულ ინფორმაციას სულელური ჭორი უწოდა, მაგრამ, არ არსებობს ამ ინფორმაციებს–პირველსაც და მეორესაც რაღაც მიზეზი არ ჰქონდეს.  

Комментариев нет:

Отправить комментарий