05.09.2010


არცერთი წუთი ელექტროენერგიის გარეშე, თორემ
წავიდა ჰეეე, ეს ცხოვრებაააა
შუქის ყოველი გამორთვა მეც და დანარჩენ ქართველებსაც ალბათ იმ წლებს და დღეებს გვაგონებს, არც თუ ისე დიდი დრო რომ გვაშორებს /სამოქალაქო ომიდან რევოლუციამდე პერიოდი/, როცა შუქის გრაფიკზე იყო მიბმული ჩვენი დარდი და სიხარული, ჭირი და ლხინი. ამ ბოლო დროს მოხშირებულ გამორთვებს ხალხი ნებსით თუ უნებლიედ გამაჟრჟოლებელ კიტხვისნიშნიან ფიქრამდე მიჰყავს-ნუთუ?! და იმის გააზრებაც-ისევ ხომ არ მეორდება უშუქობაო -კლავს. მგონი არ უნდა დაგვწყევლოს ასე ღმერთმა. დღეს ჩემი ,,ლეპის" აკუმულატორის ,,დაჯდომამადე" აინთო ცხონებული ,,ილიჩის ნათურა". ასე, რომ დიდად არ დავსჯილვართ, მაგრამ არც თუ ისე ცოტა დროა 3 საათი უშუქოდ-წავიდა ჰეეე,უჩვენოდ ცხოვრება! თქვენ წარმოიდგინეთ, როცა თუნდაც 1 საათით ითიშება ქვეყნის ელექტროენერგია, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას სხვადასხვა სფეროში, სასიცოცხლო მნიშვნელობის პუნქტებში, რადგან ჯერ კიდევ ეტყობა, არ გვაქვს შესაძლებლობები შეწყვეტილი დენის წყარო ხელოვნური კვების ბლოკზე ავტომატურად გადაირთოს... ამასწინათ, ჩვენმა თბილისელმა კორესპონდენტმა მეტროს გვირაბში 45 წუთი დაჰყო შუქის ავარიული გამორთვის გამო.
...და რა მომხდარა დღეს?-მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო, დაახლოებით, 14:00 საათზე, გამოირთო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "ქართლი – 2"; შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა-ასე ჟღერს ოფიციალური ინფორმაცია... არ განმეორდეს!

Комментариев нет:

Отправить комментарий