02.09.2010



იქნებ... გოროზია, იქნებ... ახალაია...
ზუგდიდელები ამბობენ... ოცნებობენ...
რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის პოსტზე არაოფიციალურად დასახელებულ ორ კანდიდატთან - ყოფილი მინისტრის სანდრო კვიტაშვილის მოადგილე ანდრია ურუშაძესთან და ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელ ზაზა სინაურიძესთან ერთად, კიდევ ორი კანდიდატურა, ორივე ზუგდიდელი მოიაზრება. სხვათაშორის, ორივე სტაჟიანი კანდიდატია ამ პოსტზე. ერთს ალბათ უცებ მიხვდით ვინცაა-ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ ადრე მასზე ინფორმაციაც გაავრცელა რომ უკვე დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და... დიახ, ბატონი ზაზა გოროზია დღემდე რჩება მხარის გუბერნატორად./ისე, ცნობისთვის, ზაზა გოროზია მარტვილელია/ აი, მეორე კანდიდატურას რაც შეეხება, მასზეც ბევრჯერ ითქვა,-მინისტრად მიჰყავთო. ბატონი როლანდ ახალაია. არა ,,ის" არა, მისი სეხნია, პროფესიით ექიმი, ცნობილი ქირურგი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც ახლა ზუგდიდის სამედიცინო ცენტრს უდგას სათავეში... ამას წინათ, პრეზიდენტმა ბატონი როლანდი პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა და ეს კიდევ ერთი, სასურველი დასტური გახდა ზუგდიდელებისათვის, რომ თავიანთი საყვარელი ექიმი მინისტრის პოსტზე წარმოედგინათ. პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს მომავალ კვირას წარადგენს... რა იცით, რა ხდება, ვიოცნებოთ...

Комментариев нет:

Отправить комментарий