ზუგდიდმა მიიღო სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის
ამ წუთებში, ზუგდიდის რესურსცენტრმა განათლების სამინისტროს მიერ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის გამოყოფილი სახელმძღვანელოები მიიღო. ,,ზუგდიდი" მაშინ მივიდა რესურსცენტრში, როცა ცენტრის დირექტორი აზა ჯოჯუა, თანამშრომლებთან ერთად ტვირთავდა წიგნებს მანქანიდან. მან მხოლოდ იმის თქმა შესძლო, რომ ცენტრში შემოტანილია ის სახელმძღვანელოებიც, რომელიც მთელ სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში უნდა გადანაწილდეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий