21.05.2012

21-მაისი-2012 - ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი გაიხსნა


21 მაისს დიასპოროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრის, ჯეიმსთაუნის ფონდისა და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით ანაკლიაში სამეცნიერო კონპერენცია გაიმართა თემაზე ,,ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მოსალოდნელი შედეგები“.
ანაკლიის ცენტრში დადგმული ერთმნიშვნელოვნად უნიკალური ძეგლის გახსნაზე, რომელიც სწორედ ჩერქეზთა გენოციდს მიეძღვნა დილიდან მოიყარა თავი ხალხის დიდმა ნაკადმა. ჩამოსულ სტუმრებს შორის იყვნენ დიასპოროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, თურქეთის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენელი, დოქტორი ნუსრეთ ბაში, საერთაშორისო ჩერქეზული საბჭოს თავმჯდომარე იადი იაღარი. სხვა მნიშვნელოვან სტუმრებთან ერთად ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი ანაკლიაში 11 საათზე გაიხსნა.
სამეცნიერო კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ,,ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და მისი პოლიტიკური შედეგები“; ,,ხსოვნის დრის აღნიშვნა: ჩერქეზთა განადგურების გახსენება“; ,,ქართულ–ჩერქეზული ურთიერთობების ისორია“; ,,უკანასკნელი კამპანია: ევდოკიმოვის ეთნიკური წმენდის დეტალები ჩერქეზეთში“; ,,ჩერქეზების გენოციდი და სოჭის ოლიმპიადა: განგრძობითი დანაშაული“; ,,საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და ქართულ–ჩერქეზული ურთიერთობების მომავალი.
შეგეახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდი 2011 წლის 20 მაისს აღიარა. ჩვენი ქვეყანა მხარში უდგას ჩერქეზ ერს და გმობს ეთნიკურ წმენდას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაამოწმა ანაკიაში გახსნილმა ძეგლმა, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია, რადგან აქამდე არსად მიუძღვნიათ მონუმენტი გენოციდის თემისათვის.
წყარო
ამავე თემაზე
ამავე თემაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий