13. 16:58
„ქართული ოცნების“ აქტივისტები კონტროლის პალატამ კახეთშიც დაიბარა, თუმცა ისინი დაკითხვაზე არ გამოცხადდენ და კონტროლის პალატას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოითხოვეს ახსნა-განმარტებები მათი დაკითხვის თაობაზე - ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. „ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონის წარმომადგენლებმა წერილი კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათა მოგელაძის სახელზე დაწერეს.
ისინი ითხოვენ იმ მიზეზების გაცნობას, რის გამოც დაბარებულები არიან დაკითხვაზე - „არ არის ნათელი, რომელი ქმედების გამო და რომელი კანონის რომელი ნორმის დარღვევისთვის ვარ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი და რა არის ჩემი გადაუდებელი გამოძახების მიზეზი“- აღნიშნულია მოგელაძისადმი ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გაგზავნილ წერილში.
„მზად ვარ გამოვცხადდე და მოგაწოდოთ ჩემთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია. ამისთვის კი საჭიროა, ასკ-ის მე-10, 252.1-ე და 260.5-ე მუხლების მოთხოვნების თანახმად, წინასწარ მაცნობოთ თუ რა ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის (გადაცდომისთვის) შეიძლება ვიყო პასუხისგებაში მიცემული და გადმომცეთ ჩემი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის დამადასტურებელი სამართალდარღვევის ოქმი თანდართული საქმის მასალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერ შევძლებ სრულფასოვნად ვისარგებლო ჩემი კანონიერი უფლებებით“- ნათქვამია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გაგზავნილ მიმართვაში. იმავე შინაარსის წერილით კონტროლის პალატას ფოთში "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმაც მიმართეს.კონტროლოს პალატამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სამეგრელოსა და გურიაშიც დაიბარა. დაკითხვიდან გამოსული აქტივისტები აცხადებენ, რომ დაკითხვა ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლებს ძირითადად ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები, კერძოდ, აიღეს თუ არა ივანიშვილისთვის ხელმოწერების შეგროვებაში აქტივისტებმა ფული.ამასთან დაკავშირებით განცხადება კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ დაკითხვები ინფორმაციის გადასამოწმებლად მიმდინარეობს და ხდება ინფორმაციის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონშესაბამისია რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ხარჯთაღრიცხვა.
http://www.news.ge/

Комментариев нет:
Отправить комментарий