03.10.2010

ბლოგფაათი

თეო ოთხოზორია
ულამაზესი, მაგრამ ჩვეულებრივი თვალები კი არა... რენტგენი აქვს-შემოგხედავს და გასხივებს-შიშველი და გამჭვირვალე ხარ! ვერ დაუმალავ ვერც ხორცს და ვერც სულს!-ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ემოციები გამიჩნდა ერთი კვირის წინ, ჩემს კაბინეტში თამამად რომ შემოვიდა და გამეცნო-კარიკატურისტი ვარო,-ცნობილი ადამიანები დამისკუპა მაგიდაზე... ცნობილი ზუგდიდელების სახეებზე თუ მუშაობ-მეთქი. არაო და ისევ დამასხივა... ჰოდა, იმუშავე და შევხვდეთ ისევ-მეთქი... თინეიჯერული კუნტრუშით გავიდა ჩემი ოთახიდან-არ მოვეწონე, არ დაბრუნდება, მაგრამ მე თვითონ ვიპოვი!-ვიფიქრე. საღამოს ზალიკო დავიფეისბუქე,-თეოს ბლოგფაათს რომ გავაკეთებ, გავუგზავნი და დარწმუნებული ვარ, დააკომენტებს ახალგაზრდა კოლეგის ნამუშევრებს.
თეო ოთხოზორია ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობს. მეთორმეტეკლასელია. წარმოშობით აფხაზეთიდანაა,-ოჩამჩირელი. ხატავს ნატურმორტებს, პორტრეტებს, მაგრამ აშკარაა, მისი გატაცება ცნობილი ადამიანების კარიკატურებზე მუშაობაა. ფერადი ფანქრებით ხატავს. მეტი ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცი მასზე. თუ ფეისში დამიმეგობრებს-მეტს გავიგებ... თუ არ დამიმეგობრებს და... გაზეთ ,,ზუგდიდის" ახალგაზრდა ჟურნალისტები სკოლაში მიაკითხავენ-მის მეგობრებს, მასწავლებლებს გაიცნობენ. მერე თეოსაც გაესაუბრებიან... ჟურნალისტები გაუძლებენ მის რენტგენულ მზერას... მანამ გაიცანით მისი ნამუშევრები ჩვენს ბლოგფაათზე. შეგიძლიათ მის ფეისგვერდსაც ესტუმროთ

Комментариев нет:

Отправить комментарий