05.10.2010




ფერების გამოფენა ელენე ფიფიასთან ერთად
არა, ეს თავად უნდა გენახათ... სიტყვებით ვერ აღგიწერთ იმ სილამაზეს, რომელიც დღეს ზუგდიდელებს, არტგალერეაში, ერთმა მოკრძალებულმა, მაგრამ ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდა მხატვარმა ელენე ფიფიამ შემოგვთავაზა. სათქმელის გადმოსაცემად ხელოვანმა ფერადი ნაჭრები და ძაფებიც გამოიყენა საღებავებთან ერთად. ხომ მართალია სიმარტივეშია სიდიადეო-ელენეს ნამუშევრებს რომ ათვალიარებ-გგონია, შენც შეგეძლო ეს გაგეკეთებინა, მხოლოდ რატომღაც ადრე არ მოგაფიქრდა... და მერე გეღიმება შენს ნააზრევზე-სწორედ შენეული რომ გგონია ამიტომაა მხატვარი ნიჭიერი, თვითმყობადი, გაბედული! დიახ, გაბედული-ამბობენ, საქართველოში პირველი მხატვარია, რომელიც ასეთი ორიგინალური ტექნოლოგიით გადმოსცემს სათქმელსო... ისე, სათქმელს რაც შეეხება-ნამუშევრებს რომ უყურებ-არ გაგეცინოთ ახლა და... გგონია, სწორედ შენი სათქმელიც თქვა მხატვარმა... გამოსახვის მეთოდები შენეული, სათქმელი ხომ შენი და შენი... რა გამოდის? ელენე ფიფია შენი მხატვარი ყოფილა! დღეს ბევრმა ზუგდიდელმა კიდევ ერთხელ დაიჯერა რომ ელენე მისი მხატვარია, ბევრმა კი, სწორედ დღეს აღმოაჩინა პირველად და ჯერ კიდევ ემოციებშია... ერთი კვირა იქნება გამოფენილი ელენე ფიფიას ნამუშევრები ზუგდიდის არტგალერეაში. მოდით და ნახეთ თქვენი მხატვრის თქვენი ნამუშევრები...

Комментариев нет:

Отправить комментарий