ქართული
ჟურნალისტიკის
ჟურნალისტიკის
დღე ზუგდიდურად
არ ვიცი, სხვაგან როგორ აღინიშნება ქართული ჟურნალისტიკის დღე, მაგრამ მას ზუგდიდში, ზუგდიდელი ჟურნალისტებისათვის, ადგილობრივი ხელისუფლება, ტრადიციულად, საუკეთესო რესტორანში და დახუნძლული სუფრით აღნიშნავს। ჟურნალისტებსაც პოზიციის მიუხედავად, განურჩევლად ეპატიჟება და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს। ასე იყო წელსაც... საუკეთესო რესტორანი, მშვენიერი სუფრა, სადღეგრძელოები, სიმღერა, ლექსი, ცეკვა, საჩუქრები... და
შეპარული თხოვნა-შენიშვნა ჟურნალისტებისადმი /მე ამ დროს საუკეთესო ხაჭაპურს და ,,გებჟალიას" მივირთმევდი/।შედარებით დაბალი იერარქიული საფეხურისგან /აბა, მაღალ საფეხურებზე უკვე იციან, რომ მედიას შენიშვნას არ აძლევენ!/-,,ხანდახან პოზიტიურიც დაინახეთ, ხალხნო"... და ასე, შემდეგ। როგორც ეს ადამ და ევადან ხდება ხოლმე /იიიფ, რა კარგად ჩაჯდა ადამი და ევა / ამ ორი ხელისუფალის ურთიერთობაში, სადაც არცერთს, არასდროს არ მოსწონს ერთმანეთი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ... წესია ასეთი-ერთმანეთი არ უნდა მოსწონდეთ!

მაგრამ... მაგრამ... მაგრამ-
ქართული ჟურნალისტიკის ზუგდიდურად აღნიშვნის წუთებში, დედააა, რა ანგელოსურ მზერას აფრქვევდნენ ერთმანეთის მიმართ სტუმარ-მასპინძლებიიი /და სულშიც ალბათ ჰყავდათ ანგელოსები-რატომაც არა!/.
...და მგონი ასეც უნდა ყოფილიყო, არაა?
არააა?!
ჰოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სულაც არ ჩაისვა სულში ანგელოსი და პირადად მე ისე დამაფიქსირა კადრში-ხაჭაპურს, ,,გებჟალიას'', ყვავილოვანი კომბოსტოს საცივს და სოკოს ერთად რომ ვიტენიდი პირში და მოჰკურცხლა,-
სად წაიღო ნეტა ეს კადრები?
ვითომ ,,მაი ვიდეო"?
...თუ ,,იუთუბი"?
Комментариев нет:
Отправить комментарий