27.08.2011

იცნობდეთ ალექსანდრე ანქვაბს-

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახალი პრეზიდენტს, რომელიც კრემლს, ომის დროს, თბილისთან ურთიერთობაში ეეჭვებოდა
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" ამომრჩეველთა ხმების 54, 86 პროცენტით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.
ხმების 21,04 პროცენტი მიიღო სერგეი შამბაბ, ხოლო რაულ ხაჯიმბამ - 19, 83 პროცენტი.
ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაგურაცია ერთი თვის ვადაში გაიმართება.
ვიკიპედია გვატყობინებს-ალექსანდრე ანქვაბმა 1974 წელს დაამთავრა როსტოვის იურიდიული ინსტიტუტი, სკკპ–ს ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. აქვს იურიდიული განათლება და მრავალწლიანი კომკავშირული მუშაობის გამოცდილება. 1975–დან 1981 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ასსრ–ის იუსტიციის სამინისტროში, კომკავშირის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში, კომკავშირის გუდაუთის რაიონის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუდაუთის რაიონის რაიონული განყოფილების უფროსად. 1981–დან 1983 წლამდე მუშაობდა თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრული კომიტეტის აპარატში ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორად, სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო და ეკონომიკური ანალიზის სექტორის გამგედ, ადმინისტრაციული ორგანოების მმართველის მოადგილედ. 1984–დან 1990 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ აპარატს მინისტრის მოადგილის რანგში. 1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992–1993 წლებში, ვლადისლავ არძინბას მთავრობაში იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1994–2000 წლებში ცხოვორბდა მოსკოვში, ეწეოდა ბიზნესს. სოხუმში დაბრუნებულმა დააარსა პირველი ოპოზიციური მოძრაობა "აითაირა". 2004 წელს აპირებდა ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვერ შეძლო კანდიდატურის წამოყენება, რადგან ვერ აკმაყოფილებდა პრეზიდენტობის კანდიდატობის პირობებებს (სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში). ანქვაბმა გადაწყვიტა, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაეჭირა სერგეი ბაგაფშისთვის, რამაც ამ უკანასკნელს დამატებითი ხმები მოუტანა. 2009 წელს არჩეულ იქნა ვიცე-პრეზიდენტად.
რუსული საიტები აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებში სამ საპრეზიდენთო კანდიდატზე საუბრისას, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ანქვაბზე. გაიჟღერა ფრაზამაც, რომ მოსკოვს, აფხაზეთ-ქართული ომის დროს, ანქვაბი თბილისთან ურთიერთობაში ეეჭვებოდა, მაგრამ იქვე დასძენს, რომ საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება აფხაზეთის პრეზიდენტი, რადგან ის მოკლე დროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მოახდენს ქვეყანის პოლიტიკაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий