25.08.2011

გაორმაგებული, გასამმაგებული სტიპენტია  ავტორიზაციავერგავლილი უნივერსიტეტის იმ  სტუდენტებს, ვინც ზუგდიდის  შ.მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოისურვებენ სწავლას

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის კომისიის გადაწყვეტილებით, ავტორიზაცია ვერ გაიარა შპს. ,,ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტმა", რაც იმას ნიშნავს რომ უნივერსიტეტს აეკრძალა ის საქმიანობა, რომელიც მას ლიცენზიით ჰქონდა მინიჭებული–მათ შორის ჩამოერთვა უფლებაროგორც სტუდენტების ახალი ნაკადის მიღების, ასევე მილევად ჯგუფებთან მუშაობის.  როგორც ბუნებაში ხდება–ერთი მიდის და მეორე მოდის!–ზუგდიდში მოღვაწე მეორე უმაღლესი სასწავლებელი, სსიპ შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას სტუდენტთა 1000 კაციანი ჯგუფის მისაღებად, თუ რა თქმა უნდა, ,,ხვიტიას უნივერსიტეტში" ჩარიცხული ახალბედა თუ მილევადი ჯგუფების სტუდენტები გამოთქვამენ ნებას სწავლა გააგრძელონ ზუგდიდშივე, შ. მესხიას სახელობის უნივერსიტეტში. როგორც უნივესიტეტის დირექციამ განაცხადა ,,ზუგდიდთან" საუბარში, სასწავლებელი ყველა პირობას შეუქმნის კოლეგა, ,,ავტორიზაციავერგავლილი" უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტებს. დაიცავს მათ უფლებებს, შესთავაზებს თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, გაორმაგებულ, გასამმაგებულ სტიპენტიებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს ასწავლის უფასოდ და ფასდაკლებით, წარადგენს პრეზიდენტის სტიპენტიაზე, უზრუნველყოფს  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით. ერთი სიტყვით, მხარში დაუდგება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ამ დღეებში გაურკვევლობაში ჩავარდა უნივერსიტეტის დახურვის გამო, მათ შორის იმათაც, ვისი ფაკულტეტი არა აქვს უნივერსიტეტს, მაგრამ მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები სამინისტროსთან, რომ არ დაირღვეს სტუდენტის  უფლება. ერთ–ერთი ასეთია სტომატოლოგიური ფაკულტეტი. რამდენიმე მომავალმა სტომატოლოგმა დღეს  უკვე რეგისტრაცია გაიარა უნივერსიტეტში.   განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თავის მხრივ ხელს შეუწყობს  სტუდენტთა  თავისუფალი გადაადგილების პროცესს და  სტუდენტთა მობილობის ვადას, რომელიც 31 აგვისტოს უნდა დამთავრებულიყო, 1 სექტემბრიდან კვლავ გააგრძელებს. 
მობილობის მსურველ ზუგდიდელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, წესისამებრ, დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის მობილობის პორტალზე   http://www.nea.ge/ViewList.aspx და დაელოდნენ შედეგებს, რომელიც ამ პორტალზევე გამოქვეყნდება. თუმცა, როგორც შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ განაცხადა ,,ზუგდიდთან" საუბარში, უნივერსიტეტის დირექცია მზად არის, განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშაოს და მათთან ადგილზე მისულ სტუდენტებს პირადად უპასუხოს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий