09.04.2012

სისხლიანი 9 აპრილი, 1989, საქართველო...

,,1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას, თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად, შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა“ და „სალაღობოს“ ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის, ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა… სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია, დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი – სად… რუსთაველზე კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ… სისხლიანი გვამები…"

Комментариев нет:

Отправить комментарий