24.08.2011

,,ხვიტიას უნივერსიტეტი" შეიძლება დაიხუროს
,,შპს ,,ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს უარი ეთქვას ავტორიზაციაზე"
ამ ეტაპისათვის, ზუგდიდის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა-შპს ,,სასწავლო უნივერსიტეტმა", რომლის რექტორიც ८० წელს გადაცილებული გრიგოლ ხვიტია გახლავთ, ავტორიზაცია ვერ გაიარა. ეს პრობლემას შეუქმნის 1000-მდე სტუდენტს და 140-მდე ლექტორს-მათ, ორივემ, სტუდენტ-მასწავლებლებმა თავშესაფარი სხვაგან უნდა ეძებონ-სავარაუდოდ, ზუგდიდის შ.მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, რომელიც ამ დროისათვის, რეგიონში ყველაზე მზარდ და განვითარებად სასწავლებლად ითვლება და მზადაა პირველკურსელების მისაღებად. 20 წლის გამოცდილების მქონე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა განათლების განვითარების ხარისხის ცენტრის გადაწყვეტილება, საზოგადოების აზრიც არაერთგვაროვანია ამ თემასთან დაკავშირებით, ერთნი ამბობენ-ხვიტიების ,,თბილმა ბიზნესმა-დიპლომების სამჭედლომ" მოგჭამაო ჭირი, მეორენი ფიქრობენ-რეგიონს ამდენი უნივერსიტეტი არ სჭირდება და არჩევანი განათლების სამინისტრომ შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტზე გააკეთაო, მესამენი ვარაუდობენ, რომ ძალიან მალე ბენდუქიძის უნივერსიტეტის ზუგდიდური ფილიალი შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტსაც გადასანსლავსო... არის ადამიანების ნაწილი, ვისაც ეეჭვება, რომ სასწავლო უნივერსიტეტი მის საკუთარ კორპუსში დევნილების განსახლებამ შეიწირა, ერთი სიტყვით, ფაქტი ერთია-უნივერსიტეტი ავტორიზაციის გარეშე დარჩა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 562-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 564-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს - ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს უარი ეთქვას ავტორიზაციაზე" /ამონარიდი სააგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმიდან #15 - 12-13.08.2011/
აკრედიტაციასა და ავტორიზაციას 5 წელიწადში ერთხელ ყველა ის საგანმანათლებლო დაწესებულება გადის, რომელთაც შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება სურთ.
ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს ამ სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობა: მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაცია, ან გასცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ გაივლის ავტორიზაციას, შედეგები არ გავრცელდება ამ დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩარიცხულ პირებზე. დაწესებულება უფლებამოსილია, ამ პირებზე გასცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ იგი არ იქნება სახელმწიფოს მიერ აღიარებული. თუმცა, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, შესაძლებელია მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება სახელმწიფოს მიერ. განათლების აღიარებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით.
სხვათაშორის, ოქმი #15 - 12-13।08।2011 ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მის სრულ ტექსტს ბმულზე ww.nea.ge/Page.aspx?CID=29&LangID=1">http://www.nea.ge/Page.aspx?CID=29&LangID=1

Комментариев нет:

Отправить комментарий