ქალაქი ავარიული ხეებისაგან გათავისუფლდება
,,ზუგდიდის ქუჩებში ავარიული ხეების რიცხვმა იმატა. არანაკლებ ხშირია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხშირფოთლოვანი მცენარები, რომელთა ტოტები უამინდობისა და ძლიერი ქარის შემთხვევაში ელსადენებს ხეხავს და აზიანებს. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ა.ა.ი.პ. ,,ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრმა“ სოხუმის, გრიგოლ ქობალიას, დადიანის ქუჩებზე, აგრეთვე ატრაქციონების მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გასხვლა დაიწყო. რაც შეეხება ავარიულ ხეებს, ისინი 10–12 მეტრ სიმაღლეზე გადაიბელა.
სამუშაოები აგვისტოს თვეში დაიწყო და პერიოდულად, ხეების ვეგეტაციის ფაზების გათვალისწინებით გაგრძელდება". http://www.zugdidicity.ge/
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ავარიული ხეებისგან გათავისუფლება მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს-საზოგადოების აზრი ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია-ბევრი ეჭვობს, რომ ეს პროცესი წინაპირობაა იმისა, რომ მალე შეიძლება ეს ასაკოვანი ხეები საერთოდ მოჭრან და ქალაქი მხოლოდ იმ შემოტანილი ,,ტანმორჩილი" ხეების იმედად დარჩეს, რომელიც ზუგდიდელების ერთ ნაწილს არც გარეგნულად მოსწონს და არც საჩრდილობლად. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი ძველ ხეებს ალერგიის გამომწვევად მიიჩნევს და არც მათ ამოძირკვაზე აპირებს უარის თქმას.
Комментариев нет:
Отправить комментарий