ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გაიხსნა. ამერიკელი ხალხის საჩუქარი საზოგადოებისთვის-პოლიტიკური პარტიებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაც-იებისათვის, არაფორმალური ჯგუფებისათვის და ჟურნალისტებისათვის ასეთია-დარბაზი საჯარო შეხვედრებისთვის, ოთახი მცირემასშტაბიანი შეხვედრებისთვის, კომპიუტერები და ბიბლიოთეკა. ცენტრი ასევე აღჭურვილია აუდიო–ვიზუალური აპარატურით. USAID კავკასიის მისიის დირექტორმა, სტივენ ჰეიკინმა ცენტრის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, რომ ეს ადგილი უნდა გახდეს მოსახლეობის თავშეყრის ადგილი, რადგან იგი ყველასთვის ერთნაირად იქნება ხელმისაწვდომი და საბოლოოდ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პირველი დისკუსია,-დღევანდელი შეხვედრის თემა ეხებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას და ამ პროცესის თანმდევ სირთულეებს. მომხსენებელმა: აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსმა ლევან მიქავამ, შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსმა გოგი რევიამ, ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ დევნილთა საკითხზე ისაუბრეს. ლევან მიქავამ აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.
ზუგდიდის გარდა მსგავსი ცენტრები საქართველოს კიდევ 9 ქალაქში: ოზურგეთში, ქუთაისში, თელავში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულსა და გურჯაანში იფუნქციონირებს /www.cce.ge/საამისოდ ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო.
დიალოგის ფორმატი, სულ მცირე, თვეში ორჯერ მაინც გაიმართება. ამას გარდა, ცენტრი, სავარაუდოდ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მოსახლეობის და პოლიტიკური პარტიების შეხვედრებს სასურველი ადგილი იქნება.
დიალოგის ფორმატი, სულ მცირე, თვეში ორჯერ მაინც გაიმართება. ამას გარდა, ცენტრი, სავარაუდოდ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მოსახლეობის და პოლიტიკური პარტიების შეხვედრებს სასურველი ადგილი იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий