09.03.2012

Forbes- არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა


 forbes.com

,,არავინ არის უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა"
http://www.forbes.com/sites/juliaioffe/2012/03/07/nobody-is-bigger-than-bidzina/
იანვრის ერთ მშვენიერ, მზიან დილას "ფორდის" მარკის "ჯიპმა" ჭორვილაში ჩამიყვანა – ცენტრალური საქართველოს შორეულ მთიან სოფელში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დაიბადა. იმ დროს როცა ირგვლივ ყველაფერი დაბინძურებული და გაღატაკებულია, ჭორვილას სუფთა ქუჩებში სწორ რიგად ჩამწკრივებულია მოწესრიგებული, კაშკაშა წითელ სახურავიანი ორსართულიანი სახლები. ბევრი მოსახლე, განსაკუთრებით კი ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები და მრავალშვილიანი ოჯახები, ყოველთვიურად უხვ ფულად დახმარებას იღებენ. მათ აქვთ უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო ტექნიკა, 17 000 იღბლიანი ადამიანი გაზის გადასახადისგანაც თავისუფალია.

ამ ყველაფრის ხარჯს (სახლების მშენებლობა, სტიპენდიები, სამედიცინო მომსახურება, ტელევიზორები, 40 აღდგენილი სკოლა და განახლებული საავადმყოფო) ივანიშვილი ფარავს. ის ამ რაიონში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ივანიშვილთან მუშაობს ჩემი მძღოლიც. ყველაფერი, რასაც ჩავუარეთ, იმ ქალის სახლის ჩათვლით, რომელთანაც ივანიშვილის მეუღლე სალონში დადის, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა გიდმა ამაყად გვითხრა, "ბიძინამ ააშენა". ჭორვილას შუაგულში დგას ივანიშვილის თანამედროვე სასახლე, რომლის მასიური ფანჯრები რაჭის მთებს შეჰყურებს. აქ უზარმაზარი სპორტული კომპლექსი და ზოოპარკია, სადაც ლემურები, ირმები, ფლამინგოები და კენგურუც კი ჰყავთ, რომელიც ზოოპარკის მეთვალყურეს ამ სიცივეში გარეთ გამოჰყავს, რათა მე მის არსებობაში დავრწმუნდე.
56 წლის ივანიშვილმა ჭორვილა ლამის ალპურ ფეოდალურ მამულად აქცია. თითქმის ყველას, ვისაც შევხვდი, თითქოს გაეფრთხილებინათ, რომ ამერიკელი ჟურნალისტი სტუმრობდა, პოლიტიკური კამპანიის მაისური ეცვა ან შვიდქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიანი კაშნე ეკეთა – ივანიშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნების" სიმბოლო.
"ეს ფეოდალური ქალაქია", – ტრაბახობს ვაჩე გავაშელი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ივანიშვილის სამშენებლო კომპანიიდან.
იმის გასაგებად, თუ რა გავლენა აქვს და როგორ ზემოქმედებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილ საბჭოთა საქართველოზე, წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად დასავლეთ ვირჯინიელმა ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც $8 ტრილიონია (ივანიშვილის $6 მილიარდი საქართველოს მშპ-ს ნახევრის ტოლია), მთელი შტატის მასშტაბით საქველმოქმედო პატრონაჟის სისტემა შექმნა და მთელი შტატი დაიქვემდებარა. ივანიშვილმა დააფინანსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია და განაახლა დიდი თეატრები. მის სახელს უკავშირდება ეროვნული პარკების, სათხილამურო კურორტების და სამედიცინო კლინიკების რეაბილიტაცია.

http://www.ambebi.ge/politika/49320-forbes-aravin-aris-ufro-didi-vidre-bidzina.html

Комментариев нет:

Отправить комментарий