16.03.2012

დაზმირ ცანავას ექსკლუზივი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს_ზუგდიდს მუნიციპალური საავადმყოფო ექნება!


დაბალი ფასებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალპროფესიული კადრებით. ეს იქნება არამომგებიანი საავადმყოფო, რომელსაც საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საქველმოქმედო ინსტიტუტი განავითარებს სახელმწიფო პროგრამებზე დაყრდნობით და მოემსახურება იმ პაციენტთა მრავალრიცხოვან ჯგუფს, რომელიც სადაზღვევო პოლისებისა და სახელმწიფო პროგრამების მიღმა არის დარჩენილი. მთელს საქართველოში მხოლოდ ზუგდიდს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ყოფილი ენგურის სანნაწილში შექმნას მუნიციპალური საავადმყოფო,-დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო მთელ საქართველოში ცნობილი და საყვარელი ზუგდიდელი ქირურგის დაზმირ ცანავას თითქმის სენსაციური და ექსკლუზიური განცხადება დემოკრატიულობის ჩართულიბის ცენტრში, სადაც დღეს დებატები გაიმართა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თემაზე, სადაც საჯარო და სამოქალაქო სექტორმა სავსებით გახსნილად ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, სადაზღვევო პრაქტიკებზე და კულტურაზე, იმ რეალობებზე და პრობლემებზე, რომელიც თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის გარშემოა წარმოდგენილი. რამდენიმე თვეში ,,კომბინატის საავადმყოფოს“ მუნიციპალურ საავადმყოფოდ გარდაქმნის შესაძლებლობის შესახებ მიღებულმა ინფორმაციამ აუდიტორია ერთ მებრძოლ ბირთვად შეკრა-ბატონ დაზმირს წარმატებას უსურვებდნენ და სათითაოდ თანაგრძნობას და თანადგომას ჰპირდებოდნენ ცენტრში მოწვეული სტუმრები-ეს იქნება სერიოზული კონკურენცია, ეს იქნება არა მხოლოდ ზუგდიდელებისათვის... ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდეგთ, რადგან ეს მარტო სახელმწიფოს საქმე არ არის, ეს მარტო დაზმირ ცანავას საქმე არ არის..._ ასეთ განწყობაზე დაასრულა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა თავისი რიგით მეორე დებატი. მისი არსებობის მიზანიც ალბათ ესაა-დემოკრატილი ჩართულობის განწყობისა და სურვილის შექმნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий