2012.03.07
ავტორი: პაატა ლაგვილავა
ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, უცნაური ხმები ესმით. ამის გამო, შეშინებულმა რამდენიმე პაციენტმა, მკურნალობა დროზე ადრე შეწყვიტა და სახლში წავიდა. საავადმყოფოში ხმების არსებობას არ უარყოფენ, თუმცა, მომხდარის დეტალებზე ღიად არ საუბრობენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოდან აღნიშნული მიზეზით დროზე ადრე წამოსული ერთ-ერთი პაციენტი ლ.ნ. tspress.ge-სთან საუბარში იმ ღამეებს ასე იხსენებს:
-„საშინელი ყვირილის ხმა შემოგვესმა, ვიღაც იძახდა: მიშველეთ გაჭედილი ვარ, მშიაო. ყველა კორიდორში გამოცვივდა, რა ხდებაო. ხმა ზემოდან მოდიოდა, მერე შეწყდა და მალევე დაიწყო ძახილი, მიშველეთ ლიფტში ვკიდივარ მოდითო, დაცვა ეცა ლიფტის კარებს გააღეს,
მაგრამ არავინ იყო. მერე პატრული გამოიძახეს. მთელი ღამე ერთად დაეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ხმა ხან ლიფტიდან, ხან ოთახებიდან, ხან კი ჭერიდან ისმოდა. ყველას ეშინოდა ექიმები და ექთნები პირველ სართულზე გარბოდნენ, მაგრამ დაცვა არ უშვებდა, პაციენტები გაგვექცევიანო. იმ საღამოს ბავშვთა განყოფილებიდან, შეშინებულმა მშობლებმა 2 ბავშვი წაიყვანეს. მეორე ღამესაც იგივე სიტუაცია იყო, მესამე ღამეს, სიტუაცია უფრო დაწყნარდა, ჩვენც შევეჩვიეთ, ისე ხშირად აღარ ყვიროდა, მაგრამ რასაც კითხავდი, პასუხობდა. ვკითხეთ, ვინ ხარო და გვითხრა ჯონის სული ვარო. დაახლოებით 60 წლის მამაკაცის ხმა იყო, ოდნავ ხრიწიანი. მედპერსონალი მთელი ღამეებიღვინით და სანთლებით (სულის საცხონებლად-ავტ) დადიოდნენ.“
მეორე თვითმხილვევლი პაციენტი კამერასთან საუბრობს, ის იხსენებს, რომ: „ჯონის სული ვარო იძახდა, მშია და მიშველეთო, ყველას ძალიან შეგვეშინდა.“
საავადმყოფოში ამ საკითხზე ღიად არაფერს საუბრობენ მორიგე ექიმები, თუმცა, ხმების არსებობას ადასტურებენ.
Tspress.ge ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს, როლანდ ახალაიას დაუკავშირდა:
- „ეს იყო ვინტილაციის ხმები და სხვა არაფერი, პატრული და სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, მაგრამ ვერაფერი ნახეს,“- განაცხადა მან.
Tspress.ge ზუგდიდის სამაშველო სამსახურის უფეროსს თამაზ უბილავას დაუკავშირდა, უბილავამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ საავადმყოფოში გამოძახება ნამდვილად იყო, თუმცა – „დახლოებით სამი საათი ვამოწმებდით საავადმყოფოს. ლიფტის შახტები, სავინტილაციო არხები და სხვენი შევამოწმეთ, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ, მედპერსონალი ამბობდა, რომ რაღაც ხმები ესმოდათ, მაგრამ ჩვენ ვერაფერი აღმოვაჩინეთ.“http://www.tspress.ge/ka/site/articles/11254/„ჯონის-სული“-ზუგდიდის-საავადმყოფოში-[video].htm
Комментариев нет:
Отправить комментарий