14.04.2012

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დაახლოებით 22:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დაახლოებით, 22:40 საათზე ჩამოაბრძანებენწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში მომლოცველთა ჯგუფი დღეს, დაახლოებით, 22:40 საათზე ჩამოაბრძანებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ავიაკომპანია "აირზენადან" აცნობეს.
”აირზენას" ცნობით, წმინდა ცეცხლს მომლოცველები მათი ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ. ამ მიზნით იერუსალიმში საპატრიარქოდან ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე 9 აპრილს თბილისიდან გაემგზავრა.
წმინდა ცეცხლი ტაძრებში განაწილდება და ყველა მართლმადიდებელს შესაძლებლობა ექნება, წმინდა ცეცხლი სახლში წაიღოს.
მადლმოსილი ცეცხლი ქრისტიანულ ქვეყნებში ყოველწლიურად ჩააქვთ. საქართველოში ის იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაქვთ, რომელიც საპატრიარქოში ინახება. მისგან ანთებული კანდელი სიონის საკურთხეველშიც ანთია. მადლმოსილი ცეცხლი სინანულისკენ მოწოდებაა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან.
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი დღეს, თბილისის დროით 15.23 საათზე, გადმოვიდა. ამისთვის უფლის საფლავზე იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილემ საგანგებო ლოცვები შეასრულა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
წყარო
http://www.interpressnews.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий