08.04.2012

ხანძარმა 25 ოჯახი დააზარალა

თბილისში, რუსთაველის #23-ში ხანძარი  გამთენიისას გაჩნდა.ხანძრის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლის 1500-მდე კვ მეტრი და 25 ოჯახია დაზარალებული. გარდაცვლილია 50-წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი. 11 წლის გოგონა, რომელიც მშობლების გარდაცვალებას შეესწრო, შოკური მდგომარეობის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ხანძრის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ. დამწვარია საცხოვრებელი ბინები, ასევე, სასწავლო ცენტრი "ლამპარი" და თეატრალური უნივერსიტეტის არქივის სხვენი.

Комментариев нет:

Отправить комментарий