
ამ დღეებში, ბევრ ზუგდიდელს შესთავაზეს ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის სახელზეა და ზუგდიდის ყოფილი ყინულის სახლის ტერიტორიაზე ახალი მოედნის მშენებლობის დაჩქარებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი და პრეზიდენტისგან შეპირებული ახალი ყინულის მოედნის ნაცვლად, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია სასტუმროს აშენებას გეგმავს თურმე და სწორედ ამას გამოუწვევია იმ მშობლების აღშფოთება, რომელთა შვილები უკვე დაეუფლნენ ფიგურული სრიალის ხელოვნებას და წარმატებებიც კი მოიპოვეს.
ამ წუთას მოედანზე სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა გუბერნატორი მისაბიშვილი მშობლების თხოვნის ყურადღებას და ყოფილი კოლეგის, აწ უკვე მინისტრის სურვილების წინააღმდეგ წასვლას..
Комментариев нет:
Отправить комментарий