05.04.2012

ზუგდიდელებს კონოსეანსებზე დასწრება არ უყვართ?

 რამდენიმე დღეა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კინოთეატრ ,,ატრიუმში“. ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ატრიუმი“ უქმდება და მას ტოტალიზოტორი ჩაანცვლებს. გაზეთი `ზუგდიდი~ ტელეფონით დაუკავშირდა კინოთეატრ  `ატრიუმის~ დირექტორს მამუკა შელიას:  `ერთ კვირაში დამთავრდება შენობაში სარემონტო სამუშაოები და ზუგდიდელებს შეეძლებათ განახლებულ, თანამედროვე, ევროსტანდარტებთან შესაბამის კინოთეატრს ეწვიონ.
რაც შეეხება ტოტალიზატორს, შენობის ფართის ნაწილი მივაქირავეთ  `ევროპაბეტს,~ რომელიც აღდგომის შემდეგ დაწყებს იქ ფუნქციონირებას."
როგორც ამბობენ ,,ატრიუმი" კინოდარბაზს ამცირებს, რადგან მისი დატვირთვა სრულად ვერ ხერხდება. ზუგდიდელები კინომოყვარულები არ აღმოჩნდნენ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий