რამდენიმე
საინფორმაციო პორტალი იუწყებოდა, მათ შორის ჩვენც, რომ ხვალ, 12 აპრილს ,,თვისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი
ალასანია ჩამოვიდოდა ზუგდიდში და მოქალაქეებს შეხვდებოდა, ამ ინფორმაციას ჩვენმა კოლეგებმა
ისიც დაამატეს- ,,ქართული ოცნების ოფისიც“ იხსნებაო, /ბარემო, რა... ეჩქარებათ ჟურნალისტებს
პოლიტიკური დუღილის დადგომა/, მაგრამ ალასანიამ,
როგორც ეს ,,ზუგდიდთან“ სატელეფონო საუბარში გვითხრა, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ-,,სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო“ გადადო ზუგდიდში ჩამოსვლა. ასევე გადაიდო და ზუსტად ვერ სახელდება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის გახსნის თარიღი, ,,კოალიციის ოფისში რემონტი ეს-ესაა დამთავრდა, ხვალ და ზეგ იქაურობას გავასუფთავებთ, ორ დღეში ინვენტარსაც ველოდებით, და ოფისიც ალბათ ნააღდგომევს გაიხსნება. ზუსტად ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ეს აპრილის დასასრულს არ გადასცდება. 21-ში თბილისში ივანიშვილი პარტიას დააფუძნებს, შედეგ კი ალბათ ზუგდიდში დაფუძნდება ორგანიზაცია“ -განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგი ალასანიამ. ამასობაში მინელდა საუბარი ,,ქართული ოცნების“ სამეგრელოს სავარაუდო რწმუნებულზე ოთო ჭითანავაზეც, კოალიციის თანამოაზრე მოქალაქეები კი, შეხვედრებზე კოალიციის ზუგდიდის ხელმძღვანელებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. გიორგი ალასანია ამბობს, რომ თანამოაზრეები კოალიციას ბევრი ჰყავს სამეგრელოში: ,, არ არსებობს სოფელი, სადაც ჩვენ მხარს არ გვიჭერდნენ. ხალხი ამბობს, მართალია, შუქი გვაქვს, კრიმინოგენული ვითარება გამოსწორდა, მაგრამ 30 ლარიანი ვაუჩერი არ ყოფნის მიწის დამუშავებას, არადა, ესაა მთავრი სოფლისთვის. ,,ქართულ ოცნებას“ კი აქვს პროგრამა, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობას ააღორძინებს და ქვეყანას და ხალხს გადაარჩენს.“

წყარო ,,ზუგდიდს“ უყვება, რომ ზუგდიდურ პოლიტიკურ სამზარეულოში
გაწევ-გამოწევაა,-ერთი ნაწილი პრინციპულად ეწინააღმდეგება ივანიშვილის და ზოგადად კოალიცია
,,ქართული ოცნების“ ,,ტრიუმფალურ სვლებს“ ზუგდიდში.
,,...ზუგდიდი და სამეგრელო მიშასია, ვარდების რევოლუცია ჩვენგან დაიწყო, ივანიშვილი
სამეგრელოდან ხმებს ვერ წაიღებს, ზუგდიდში ივანიშვილს არ შემოვუშვებთ და არც ოფისს
არ გავახსნევინებთ“-ო. იმასაც ამბობენ-ზუგდიდში ოფისს არ ახსნევინებენ კი არა, შიგნით
კოალიციაში დაიწყო უკვე დაპირისპირება და ერთი საერთო ოფისი არც არაფერში აწყობთო.
რაც მართალია, მართალია-დღემდე არაა ზუგდიდში კოალიციის შტაბი გახსნილი. ფოთში, ხობში,
წალენჯიხაში უკვე დაინიშნენ ,,ქართული ოცნების“ რწმუნებულები, აი, ზუგდიდში კი...
Комментариев нет:
Отправить комментарий