
ვებ-გვერდი სამინისტროს ახალი პროექტის „ბლოგერთა სახლის“ კონცეფციის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
„ბლოგერთა სახლი“ მრავალფუნქციური ვებ-გვერდის საშუალებით ინტერნეტ-მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო-დისკუსიებს, ფორუმს, ბლოგერთა კლუბს და უახლოეს ამბებს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
მასწავლებლის სახლში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები და დისკუსიები, რაც ვებ-გვერდზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემა, შემდგომ ისინი დაარქივდება და ვიდეოს სახით ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უყუროს მისთვის საინტერესო გამოსვლასა თუ დისკუსიას.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს „ბლოგერთა სახლის“ კლუბის წევრი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. დღეისათვის www.blogger.ge უკვე 50 ბლოგერის 150-მდე პოსტს მოიცავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий