29.05.2012

სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ დილის 11 საათზე გაგრძელდება


ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეები - ინსპექტორ-გამომძიებელი გოგიტა ფარცვანია, პოლიციის სამმართველოს კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი თეიმურაზ ბიგვავა და კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტი მამუკა კოდუა.სერგო ჩაჩიბაიას ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი არც ერთი მოწმე არ ამბობს სიმართლეს.სერგო ჩაჩიბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე.

სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ დილის 11 სათზე გაგრძელდება.
 შეგახსენებთ, სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს დააკავეს ზუგდიდში ერთ-ერთ ავტოსერვისთან ვინმე ოთარ ქეცბაიასთან სიტყვიერი შელაპარაკებისას. მას ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

Комментариев нет:

Отправить комментарий