-,,თუ ზუგდიდის ცენტრალური, ჭადრების ხეივანი აიკაფება მთლიანად, თუ ველოტრასის ტერიტორია გაგრძელდება ბოტანიკურ ბაღამდე, კიდევ რამდენი ნარგავი შეეწირება ამას?" ,,ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებთ-არანაირად არ ვართ კეთილმოწყობის სამუშაოების წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რაღაცის საზიანოდ. მოხდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით."
,,ჩვენ მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოვითხოვთ მშენებლობის პროექტს და ხარჯთაღრიცხვას." ,,გუბერნიის პირველ სართულზე კი არის გამოფენილი პროექტები, თუ როგორი იქნება ზუგდიდი, მაგრამ ეს არ მიგვანიშნებს გამჭვირვალობაზე". ,,სანამ რამე აშენდება, ყველა საკითხი შესწავლილი და საზოგადოებასთან შეთანხმებული, ოფიციალურად დარეგისტრირებული უნდა იყოს. ანაკლიის პირველი სასტუმრო აშენდა და აშენების ნებართვა ოფიცილურად არ არის თურმე გაცემული". ,,ჩვენ ყველა დოკუმენტს გამოვითხოვთ, შევისწავლით და თუ მიუღებელი იქნება ჩვენთვის და საზოგადოებისათვის, საპროტესტო აქციებსაც მივმართავთ".-ამბობს ,,ზუგდიდთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ,,თავისუფალი დემოკრატი" წევრი გიორგი ალასანია და ხელისუფლებას მოუწოდებს: ,,გარეგნული ფასადების შეღებვას ურჩევნიათ სოფლის მეურნეობას და ხალხის დასაქმებას მიხედონ".
p.s. სარწმუნო წყარომ ,,ზუგდიდს" აცნობა: ,,ორი დღის წინ, წინასაარჩევნოდ სამუშაოდ ზუგდიდში გადმოსული ირაკლი ალასანია ცნობილ ჭადრების ხეივანში სეირნობდა თანამოაზრეებთან ერთად. ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მოსახლეობას გაესაუბრა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ველოტრასის მშენებლობას შეწირული ხეებისა და ჭადრების ხეივანის მოსალოდნელი აკაფვის გამო".

Комментариев нет:
Отправить комментарий