07.08.2010

დღეს, 15.00 საათიდან, ახალი ანაკლიის ახალი ცხოვრება დაიწყება


ანაკლია უკვე წერს თავის ახალ ისტორიას იმ წუთებიდან, როცა გადაწყდა, აქ, ამ მიწაზე და სანაპიროზე, რომელიც ათეულობით ლეგენდას და თქმულებას ინახავს, მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი გაშენებულიყო. ქვეყნის პრეზიდენტი არაერთხელ ესტუმრა სოფელს. ამბობენ, ლამის ყველა ოჯახში არისო ნამყოფი.
დღეს დილიდანვე, ფაციფუცობენ აქაურები-სტუმრები ეყოლებათ-პარლამენტარები, მინისტრები, ცნობილი სახეები. ანაკლიელი ბავშვები დღეიდან აღარ იქნებიან ,,სოფლელები", ,,უნახავები", ,,გამოუსვლელები". მათ თვალწინ შენდება-სპორტული მოედნები, კორტები, ბულვარი, სასტუმროთა ქსელი, რომელიც უკვე ნიშნავს ახალი საგანმანათლებლო თუ კულტურული ტექნოლოგიების განვითარებას, სამედიცინო ცენტრების შექმნას, ტურიზმის გაძლიერებას, სავაჭრო ქსელის გაფართოვებას.
,,ზუგდიდმა" უკვე მიიღო საზღვარგარეთელი ჟურნალისტებისაგან ზარები-ჩვენმა ჰამბურგელმა კოლეგამ გვთხოვა დაწვრილებით მოგვეთხრო კურორტ ანაკლიის შესახებ. მის კითხვაზე -ეს არის ბათუმივით?-ვუპასუხეთ, დიახ, მხოლოდ უფრო მშვიდი, მეტი სუფთა ჰაერით, უფრო სასიამოვნო სანაპიროთი და ზღვით.

Комментариев нет:

Отправить комментарий