07.08.2010

ზოგი ჭირი მარგებელია?


ნუდისტები იცით_სიშიშვლის მიმდევარი ხალხია. მათ უფლებებს მსოფლო ჯერ-ჯერობით სათანადოდ ვერ იცავს და ამდენად თამამად მხოლოდ განსაკუთრებულ ადგილებში ჩნდებიან-დაცულ და ძვირადღირებულში. უფრო ზაფხულის სეზონი და კარგი პლაჟები იზიდავთ. მსოფლიოში სულ თითებზე ჩამოსათვლელია თურმე მათთვის მოსაწონი სანაპირო. ქართველი ნუდისტების საიდუმლო პალაჟი თურმე, სარფში და კვარიათშიაო. ცნობილი ადამიანები იკრიბებიანო. ერთ ფოტოჟურნალისტს დაცულ ტერიტორიაზე შესვლა მოუხერხებია, მაგრამ... იქიდან გამოსვლა გასჭირვებია,-გამოუტანიათ და დაშლილ-დაფშვნილი ფოტოაპარატი ზედ მიწასავით წაუყრიათ_ჰალალი იყოს, შენთვისო.
ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ამერიკული ტურისტული ბიუროს ,,ვასტე თრეველის" წარმომადგენლობა ჩამოსულა, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე 14 ათასი კვადრატული მეტრის შეძენა და ნუდისტური პლაჟის მოწყობა სურდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ნუდისტური პლაჟის პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს შემუშავდა, ხოლო მის სავარაუდო ადგილსამყოფლებად ანაკლია და მწვანე კონცხი მოუაზრებიათ. თუმცა აგვისტოს მოვლენებმა ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.
ხომ ამბობენ-ზოგი ჭირი მარგებელიაო, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა-შეეშინდათ ნუდისტებს ომის,-სანამ ჩაიცვეს-ხომ დაადგათ თავზე არყით გამობრუჟუნებული ვასკა-ქალბატონო-ო-ო, ძა-ძა-ლიან მო-მე-წონ-ეთ! ნუდისტი ქალი იმედგაცრუებული მიაშტერდებოდა ვასკას არც თუ ღირსეულ ღირსებას და-ვხედავ, ვხედავ-ოს ლუღლუღით, თან ტანგას ძებნას მოინდომებდა და თან აკანკალებული შეეცდებოდა თავის შველას, მაგრამ სავარაუდოა, ვერც მოეხერხებია... ეს უკვე არ აწყობთ ნუდისტებს... ისედაც არ არიან ბევრნი და ისედაც ბევრგან უსაფრდებათ საფრთხე და გადაიფიქრეს ჩვენი პლაჟების შესყიდვა. მაგრამ არავინ იცის, საბოოლოოდ გადაიფიქრეს მათ ქართული სანაპიროების სათავისოდ მონიშვნა თუ... დროებით... ყოველ შემთხვევაში, კარგია თუ ცუდია /ვის როგორ აწყობს/, ანაკლიელები ადამისა და ევას მაცდუნებელ სამოთხეში ჯერ-ჯერობით ვერ მოხვდებიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий