18.08.2010

ნეტომანია


ლეეპ... ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს, მიყვარხაააარ!

 იმ ადამიანებისათვის, ვინც მთელი წელი გადარბენაშიადა სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდის , ზაფხული დასვენების გარდა, დაგვადალაგებამცირე კოსმეტიკური შეკეთებებისსიტყვა ,,რემონტი" რომ უხდება ძალიან, დროა. ჩემს ოჯახშიც ეს ყველაფერი ზაფხულში ხდება. ამჯერადაც ასეა... მაგრამ ეს თქვენთვისაც ჩვეულებრივი დეტალი იმიტომ კი არ შეგახსენეთ, რომ  ესაოდა, სახლში ვრემონტობთ მეთქისაქმე ისაა–ნეტი  იატაკშეღებილ ოთახში დამრჩა და მეორე დღეა ჩემი უსაყვარლესი ,,ლეპი" მხოლოდ იმას ახერხებს რომ ,,lingvo" ჩამიტენოს ტვინში, მაგრამ... ეს ძალიან მტკივნეული ოპერირებაა ჩემი თავის ქალისთვის, და ... რადგანაც ჯერჯერობით, არც არაფერი გამოგვდის, არც ვუჯერებ ჩემს უჭკვიანეს და ულამაზეს არსებას. ...ამ დილით ვიკადრე და ბოროტადაც ჩავუსისინელეეპ! უნეტოდ  ჩემთვის ის კონსპექტი ხარ, რომელმაც მოგჭამა ჭირიმეთქი, მივაგდე სახლში და  განერვიულებული  გამოვვარდი, რომ გამეგო ზუგდიდში რამდენი ადამიანი იყო შეპყრობილი ჩემსავით განუკურნებელი ნეტომანიით.  ,,ახალ ქსელებში" მითხრეს–847 ინტერნეტ მომხმარებელი გვყავსო, მეორე ამდენი ,,ორიანების" მომხმარებელი იქნებაო. სერიოზული ოდენობის ინტერნეტ პაკეტები აქვთ გაცემული ზუგდიდში ჯეოსელს, მაგთის და ბილაინსო. ახალგაზრდა მომხმარებლების მობილური ტელეფონების უმრავლესობა ხომ მიერთებულია და მიერთებულია ინტერნეტსო. 2009 წლის მონაცემებით, ზუგდიდში 69 000 ადამიანი ცხოვრობს. უხეში გაანგარიშებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზუგდიდის მოსახლეობის 30 პროცეტი ნეტომანიითაა დაავადებული. აი, ვინ რითი ,,მკურნალობს" ამ ,,დაავადებას"–ეს სხვა ამბავია...  ჩემს ქუჩაზე, ჩემს სამეზობლო 30 ოჯახში, 12 ინტერნეტში ჩართული კომპია და ამ წუთას, აქედან 10 სავარაუდოდ- ან skype-შია, ან odno-ში. face–ში და twitter-ში ჯერჯერობით ნაკლებად. აგრეთვე, ნაკლებადსავარაუდოა ამ ჯგუფში ვინმე სერიოზულ საინფორმაციოსამეცნიეროკულტურულ ან თუნდაც ბიზნეს კვლევებს აკეთებდეს ნეტით, მაგრამ... ხომ არიან ინტერნეტში და საერთო მსოფლიო სახლის კარებთან ხომ დგანან გასაღებების აცმით... ისინი თავის დროზე, ნელნელა, აუჩქარებლად იპოვიან ამ კარის გასაღებს, მშვიდად მოარგებენ, შევლენ საერთო სახლში, თავთავიანთ ფართებს დაიკავებენ საცხოვრებლად, კომფორტს შეიქმნიანიქ გაზრდიან შვილებს, შვილიშვილებს   და მერე ვერა ძალა ვერ გამოაგდებს მანდედან. რომ რამეიტყვიან_ჩვენ გვიყვარს ჩვენი  უკურნებელი სენი, გვაცალეეეთ! ჰოდა, გიყვარდეთ,–ნეტომანები ესენი!.. ჰო, რა იყო–ჩემნაირებო მეთქი!

 P.S.  გაშრება ამ საღამომდე შეღებილი იატაკი ჩემს სახლში, აბა, რა იქნება?!  ლეეპ! ხომ არ მოიწყინე უჩემოდ... აუცილებლად მოგეფერები ამ საღამოს... ჩვენ ხომ ჩვენი პირმშო–ნეტი გვაერთიანებს... მაპატიე... მიყვარხარ!

 p.s.s.  ჩემი ახალგაზრდა კოლეგა, სოხუმელზუგდიდელი ანუნა ბუკია, რომელიც თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ახლოციელებს დევნილი ახალგაზრდებისათვის და ზოგადად ახალგაზრდებისათვის, ახლა პრაღაში იმყოფება საქმიანი ვიზიტით, მაგრამ ამ წუთებში face-ში ზის და ტირისლეპტოპი გადმოუარდა და გაუტყდა. გაფიქრებაც მბურძგლავს... რამდენნაირია სიკვდილი!

1 комментарий: