03.05.2012

,,თავისუფლების შუაღამე" ზუგდიდის თეატრში

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 3-4 მაისს 20:00 საათზე სპექტაკლის – “თავისუფლების შაუღამე” პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეხება, სადაც 13 წლის აფხაზი გოგონა ქართველ მეომარს გადაარჩენს. პრემიერის დაწყებამდე თეატრის მმართველი  მაია კალანდია სოციალურ ქსელში ასეთ ინფორმაციას დებს–,,ვღელავ ძალიან... პრემიერის დაწყებამდე ოთხ საათნახევარი დარჩა!  არის ისეთი ხარვეზი, რაც არ მომწონს, მაგრამ არის ისეთი რამ, რაც განსაკუთრებულია და საუკეთესოა! ტრაგედიის მთავარი გმირი 13 წლის გოგონაა. ამ გმირს პროფესიული ოსტატობით, უნაკლოდ ასრულებს ზუსტად 13 წლის გოგონა! პიესის ავტორია ახალგაზრდა დრამატურგი ლიკა მორალიშვილი, პიესა 2008 წლის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კონკურსის ნომინანტია. ტრაგედია, რომელიც ქართლ–აფხაზურ ომზეა, თუმცა მთლიანობაში ზოგადად სცილდება კონკრეტულად ამ ომს..."

Комментариев нет:

Отправить комментарий