12.08.2010

დღეს არ დავლიე ყავა



იცით, დღეს რატომ არ დავლიე ყავა?

 მოხდა ისე, რომ... მე დღეს ყავა არ დავლიე–გურიელმა /ექსპორტი/ დამაინტერესა... ჯერ არ მეგონა თუ... ასე მომეწონებოდა... კოლეგამ შემომთავაზა... მერე სხვებიც მეხვეწნენ–ჩვენც გაგვასინჯეო... დავსხედით და ნება–ნება მივირთვით გურიელის ჩაი... მგონი, ხვალაც არ დავლევთ ყავას... ახლა, გეტყვით იმას, თუ ამ წუთებისათვის რა გავიგე ამ ჩაიზე. ერთ–ერთი გამოცემა მცირე ინფორმაციას გვთავაზობს–რომ

,,საქართველოში ყოველწლიურად $20 მილიონის იმპორტული ჩაი შემოდის, რაც ექსპორტს რამდენჯერმე აღემატება. ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებელი ,,გეოპლანტია", რომელიც ახალი ბრენდებით აპირებს იმპორტულ ჩაის კონკურენცია გაუწიოს.
კომპანიამ 2-წლიანი მუშაობის და $2 მილიონის ინვესტირების შემდეგ წლეულს ,,გურიელის" ბრენდით ჩაის გამოშვება დაიწყო.
გარდა ამისა, ,,გეოპლანტის" ხელმძღვანელის გოჩა ძნელაძის განცხადებით, ქობულეთში ჩაი ,,სამაიას" ბრენდით იწარმოება - ერთ კოლოფი 1.80 ლარი ეღირება და კონკურენციას აზერბაიჯანულ ,,მარიამს" გაუწევს, რომელიც 2.0-2.20 ლარი ღირს.
კომპანია დასავლეთ საქართველოში 1,250 ჰა პლანტაციას და ოზურგეთსა და ზუგდიდში 2 ქარხანას ფლობს.
ბოლო დროს საქართველოში “ბუტიკური” ჩაის მოხმარება მოდური ხდება. კომპანია ,,საქართველოს თაიგულის "ელიტური ჩაი, რომელიც რამდენიმე წელია უკრაინაში გადის ექსპორტზე, იანვარში ჩაიმანიას ქსელში გამოჩნდა. 1 კგ 80 ლარი ღირს.
ამ ჩაის წარმოება 10-12 ლარი ჯდება, ანუ 600%-იან მოგებას ტოვებს, აცხადებს მეწარმე ილია ბასილაშვილი. უკრაინულ უცვლელ პარტნიორ უკრჩაიპრომს, რომელიც წარმოებას აფინანსებს, ის 5 ტონას $7-ად (1 კგ) აწვდის. უკრაინელები მზად არიან 100 ტონამდე შეისყიდონ და მილიონი ლარის ჩადებას აპირებენ პლანტაციების შესყიდვაში, აცხადებს ბასილაშვილი.
საქართველოში პლანტაციების 30,000 ჰექტრიდან ექსპლოატაციაშია 16,000 ჰა. იწარმოება 3,000 ტონა ჩაი, საიდანაც 90% ექსპორტზე გადის. გადამუშავებას და რეალიზაციას ახდენს 20-მდე საწარმო."

სულ ესაა ამ წუთებისთვის. თუ ვინმემ რამე იცით_,,გურიელი" ექსპორტის ზუგდიდელ პარტნიორებზე–მოგვწერეთ. იმედია, თავადაც შეგვეხმიანებიან და მოისურვებენ ჩვენს მკითხველს გაეცნონ. ...და რაც შეეხება  ჩვენს ბლოგზე რეკლამის განთავსების სურვილს–დარწმუნებული ვარ, გაუჩნდებათ და სიამოვნებითაც დავუთმობთ ფართს და ფეშქაშად ეს ამ წუთებშიც, ხედავთ ხდება, რადგან ,,გურიელმა" მოხდინა სასწაული და ჩვენ დღეს ყავა არ დაგვილევია–საქართველოში ,,დაბადებული ჩაით" დავტკბით_ზუსტად, რომ... ამ სიცხეში... 

Комментариев нет:

Отправить комментарий