09.09.2010

მალხაზ კორძაია 20-თვიანი ტყვეობის შემდეგ დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმის დრანდის საპყრობილიდან დღეს 20 თვის განმავლობაში ტყვედ მყოფი მალხაზ კორძაია გაათავისუფლეს. ის 20 თვის წინ, ოკუპირებული რეგიონიდან კოდორის ხეობაში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. კერძოდ, კორძაია აფხაზმა სამხედროებმა სოფელ აგუძერაში, ე.წ. საზღვარზე დააკავს და ბრალად 1992-93 წლებში, ომის დროს თვითმფრინავის ჩამოგდება წაუყენეს.
კორძაიას თქმით, სეპარატისტებმა ფორმალური მხარე თავიდანვე დაიცვეს და დაკავებისთანავე აუყვანეს ადვოკატი, თუმცა საქმის ძიება, მაინც 20 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასამართლომ კი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
მალხაზ კორძაიას მტკიცებით, დრანდის საპყრობილეში ნორმალურ პირობებში იმყოფებოდა და მასზე ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდებოდა.
კორძაია 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში, ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური იყო. ყოფილი ტყვე ამჟამად ზუგდიდში იმყოფება.

Комментариев нет:

Отправить комментарий