ანაკლიის პორტი როტერდამის კონკურენტობას აპირებსო?
პორტი ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს
რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
ანაკლიის პორტი ევროპის უდიდესი – როტერდამის საზღვაო პორტისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს. პროექტის ავტორი პირველად რადიო „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიას ევროპაში სიდიდით მეორე პორტი ექნება. მისი მტკიცებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი როტერდამის, სინგაპურის და შანხაის პორტების მოცულობის იქნება და ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს.
პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას თქმით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო მასშტაბის პროექტია და მას ბათუმის, ფოთის და სუფსის პორტები კონკურენციას ვერ გაუწევენ. პორტის მშენებლობას ბრიტანული საინვესტიციო ჯგუფი „ოლიმპ ლიმიტედი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. საქართველოს დღეისთვის ორი პორტი ბათუმსა და ფოთში აქვს. კიდევ ერთი პორტის მშენებლობა სუფსაში მიმდინარეობს.

Комментариев нет:
Отправить комментарий