19.04.2011


სააღდგომო პასკის რეცეპტები  

 


მასალა:

2კგ ფქვილი,

400 გ შაქარი,

4 კვერცხი,

7ც ილი,

1ც ჯავზის კაკალი,

200 გ კარაქი,

0,5ლ რძე,

2ს/კ საფუარი,

1ს/კ ზეთი, ვანილი,

ცოტა მარილი,

ქიშმიში,

ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.


მომზადების წესი:

საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).

მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.



 

შემადგენლობა

ფქვილი  - 500 გრ

საფუარი  - 40 გრ

რძე  - 180 მლ

კარაქი  - 100 გრ

კვერცი  - 5 ცალი

ქიშმიში  - 70 გრ

ნიგოზი  - 70 გრ

ილი  - 1/4 / (კარდამონი)

ჯავზის კაკალი  - 1/4 / (მუსკატი)

შაქარი  - 100 გრ

კონიაკი  - 2 /

მარილი  - 1/4 /

ვანილი  - დანის წვერზე

მომზადების წესი

ამ რეცეპტით გამოდის არომატული, რბილი პასკა და ძალიან გემრიელი. :)

ინგრედიენტები გათვლილია 1 დიდ პასკაზე.

რძე გავათბოთ, ჩავყაროთ საფუარი, 1 / შაქარი, ცოტათი ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას 20 წუთით.

ჩვენს მიერ გაკეთებული მასა უნდა გაფუვდეს.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

დავამატოთ ვანილი, კონიაკი, გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. ეს ყველაფერი დავამატოთ გაფუებულ მასაში, ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის ცედრა, ილი, ჯავზის კაკალი და დარჩენილი ფქვილი. კარგად ავურიოთ.

დავდგათ ცომი თბილ ადგილას 1 საათით - მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-ჯერ.

როცა ცომი ამოვა კარგად ჩავზილოთ და დავამატოთ ქიშმიში და ნიგოზი.

შევავსოთ ფორმები მაქსიმუმ ნახევრამდე. დავტოვოტ 30 წუთით, რომ ამოვიდეს. ზემოდან დავაყაროთ ნიგოზი.

გამოვაცხოთ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავწიოთ ტემპერეტურა 160 გრადუსამდე და გამოვაცხოთ კიდევ 25 წუთი.

როცა მზად იქნება ამოვიღოთ ფორმებიდან და დავაყაროთ შაქრის პუდრა

გილოცავთ დამდეგ აღდგომას!

გემრიელად მიირთვით!

Комментариев нет:

Отправить комментарий