16.02.2012

ზუგდიდის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

1 მარტიდან პაციენტებს

არ მიიღებს



ცენტრალური სავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სტანდარტებს არ შეესაბამება და უნდა დაიხუროს. საავადმყოფოს დირექტორი ქეთევან ზარქუა აცხადებს რომ 1 მარტიდან ექიმები პაციენტებს არ მოემსახურებიან. ექიმებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საავადმყოფოს შენარჩუნების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. 120 ექიმი სამსახურის გარეშე რჩება. 90-მდე ექიმი უკვე გადავიდა სხვაგან. სახელწიფომ სავადმყოფოს აქციების 90% სამშნებლო კომპანია „ბლოკ–ჯორჯიას“ გადასცა, 10%–ს კი ექიმების კუთვნილი სააქციო საზოგადოება ფლობს. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს სახელფასო დავალიანებას 1993–2003 წლების და მიმდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას თხოვენ, რომელიც როგორც ამბობენ, 180 000 ლარს შეადგენს. ქეთევან ზარქუა ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტრო როგორც კი გადაურიცხავს ჯანდაცვის სამინისტროს თანხას, ხელფასების გაცემა დაიწყება.
,,ბლოკ ჯორჯია" უარყოფს ექიმების წილს საავადმყოფოში და ამბობს, რომ ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს 100%–იანი წილის მფლობელია და სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებაში საავადმყოფოსთვის პროფილის შენარჩუნების ვალდებულება არ ჰქონია.
ინფორმაციისათვის: ბლოკ ჯორჯია გახლავთ ის კომპანია, რომელმაც თავის დროზე ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოც შეისყიდა, განაახლა მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა და საავადმყოფოს პროფილი შეუნარჩუნ, მაგრამ ბლოკ-ჯორჯია გახლავთ ის კომპანიაც, რომელსაც 2011 წლის მიწურულს ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ჩამოერთვა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის ზუგდიდის პროფილური საავადმყოფო და გადაეცა ,,ალდაგი ბისიაის" . ერთ-ერთი ჟურნალისტური პორტალი კი წერს-სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის შვილობილმა კომპანიამ „ჩემი ოჯახის კლინიკამ“ ბლოკ ჯორჯიას სამედიცინო აქტივების 100% შეიძინა. გარიგების თანახმად, ბლოკ ჯორჯიას დამფუძნებლები ალდაგი ბისიაის შვილობილი კომპანიის „ჩემი ოჯახის კლინიკის“ პარტნიორები გახდნენ. აღნიშნული გარიგება ნაწილობრივ თანხის გადახდით, ნაწილობრივ – ბლოკ ჯორჯიას საინვესტიციო ვალდებულების აღებით და ნაწილობრივ – „ჩემი ოჯახის კლინიკის“ აქციების გადაცემით შედგა.
აღნიშნული გარიგების შედეგად, „ჩემი ოჯახის კლინიკა“ დასავლეთ საქართველოში 16 ჰოსპიტალის (730 საწოლი) მფლობელი გახდა. ალდაგი ბისიაის შვილობილი კომპანია ამიერიდან ქვეყანაში ყველაზე მსხვილ სამედიცინო სერვისის მიმწოდებელს წარმოადგენს."
თუმცა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მალევე წყენა გამოთქვა ახლი მეპატრონის მიმართაც-გაუცემელი ხელფასების, ახალი და არასასიამოვნო სტანდარტების, არაკომპეტენტური ტესტირებისა და სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვის გაუთავებელი მუქარის გამო.
ზუგდიდელი ექიმები ამბობენ-ერთი იყო და ,,ვაი", მეორეა და ,,უიო...

Комментариев нет:

Отправить комментарий