19.02.2012

ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სენატს საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა .
აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება და მას რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.
აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ელჩის კანდიდატურას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები განიხილავენ, რის შემდეგაც მათი დამტკიცება მოხდება.
57 წლის რიჩარდ ნორლანდი გამოცდილი დიპლომატია. ამჟამდ ის საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. 2007-2010 წლებში იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში. ნორლანდი მსა­ხუ­რობ­და აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში მოს­კოვ­ში, გორ­ბა­ჩო­ვის პე­რი­ოდ­ში.
ასე­ვე მუ­შა­ობ­და პენ­ტა­გონ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ სა­კით­ხებ­ზე. გარ­და ამი­სა, იყო აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მოქ­მე­დი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ეუ­თოს მი­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, მუ­შა­ობ­და აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იმა­ვე მიზ­ნით ეწ­ვია ჩეჩ­ნეთს.რი­ჩარდ ნორ­ლან­დი 2007 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2010 წლის ივ­ლი­სამ­დე უზ­ბე­კეთ­ში, აშშ-ს ელ­ჩი იყო. მა­ნამ­დე, ორი წლის მან­ძილ­ზე ის იყო მი­სი­ის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში ქა­ბულ­ში (ავ­ღა­ნე­თი
ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა

Комментариев нет:

Отправить комментарий