აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა ზუგდიდში ჯერ დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი გახსნა, პირველი დიალოგის რამდენიმე მოხსენება მოისმინა და შემდეგ მიუხედავად ცუდი ამინდისა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის გდამამუშავებელ კომპანია „აგრიჯორჯიაში“ მწარმოებელთა ტრეინინგის პროგრამა გახსნა. გაზეთი ,,ზუგდიდი" არც ტრენინგცენტრის გახსნაზე და არც მთავრობის სხდომაზე არ იმყოფებოდა. როგორც სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებულის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა ნონა მინჯორაიამ აგვიხსნა, გაუგებრობის გამო. ჩვენ ამ ,,გაუგებრობას" არც მეტი, არც ნაკლები ადგილობრივი მედიისადმი უყურადღებობას ან უპატივისცემლობას შევარქმევთ და ინფორმაციას ტრენინგცენტრის გახსნის შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით მოგაწოდებთ.
tspress।ge წერს-,,-„ფერერო“ საქართველოში დიდი ინვესტიციაა. თავის გამოცდილებას ფერმერებს გააცნობს და განახორციელებს სწავლებას. ამ სწავლებაში ქართველი აგრონომებიც მიიღებენ მონაწილეობას და შემდგომში ცოდნას სხვა ფერმერებსაც გადასცემენ. რაც მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვიათრებისთვის, „- განაცხადა USAID მისიის ხელმძღვანელ სტივენ ჰეიკინმა.საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გალაურის განცხადებით „ფერერო“ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო თხილის მწარმოებელი კომპანია.- „საქართველოში ამ კომპანიის შემოსვლა ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ – განაცხადა გილაურმა. მისი თქმით 2011 წელს, გასულ წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის დარგში ექსპორტმა 25-30%-ით იმატა, ხოლო ინპორტმა ამავე რაოდენობით იკლო.ტრეინინგის პროგრამა შემუშავებულია აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) და „აგრიჯორჯიას“ მიერ.მიმდიარე წელს, ტრეინინგის ფარგლებში თხილის წარმოებასა და მოსავლის შემდგომი პროცესების მართვის საკითხებში 700 ფერმერის მომზადება იგეგმება. „აგრიჯორჯია“ „ფერერო ინტერნეშენელის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც უკვე სამი წელია საქართველოში ფუნქციონირებს და მისი თხილის პლანტაციები 3000 ჰექტარზეა გაშენებული."
ფოტო tspress.ge
ფოტო tspress.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий