კარგი ამბავი, მაგარი ამბავი, რადგან სულ ახალგაზრდები, ძალიან ახალგაზრდები იქნებიან როგორც საკრებულოს წევრები, ასევე თავმჯდომარე, მდივანი, მომხსენებლები. ...და სხდომა იქნება აქტუალური დღის წესრიგით, მაგრამ მშვიდი, გაწონასწორებული, პოზიცია–ოპოზიცია ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემითა და კანონის დაცვით დადებითად გადაწყვეტს ყველა საკითხს. სხდომა იქნება ხალხმრავალი და სამაგალითო.
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დიდ დარბაზში ხვალ იმიტირებულ საკრებულოს სხდომას მართავენ ასოციაცია დეასთან არსებული ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბის წევრები. სხდომა პროექტის ,,ახალგაზრდობა და თვითმართველობა" ფარგლებში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია ღია საზოგადოება ,,საქართველო". სხდომის დღის წესრიგში ძალიან აქტუალური, მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებია. მათ შორის–საკითხები ზუგდიდელი პედაგოგების ინკლუზიური სწავლებისათვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ, მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის შესახებ, საკრებულოს ერთ–ერთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, დამსახურებული ადამიანების უფასო სამედიცინო მომსახურებისათვის ფართის გამოყოფის შესახებ. სხდომაზე მოწვეული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების დარგის მუშაკები, მედია, და რაც მთავარია, მოქალაქეები. და ალბათ მოქალაქეთა ის თაობა, რომელიც იმიტირებული სხდომის შემდეგ ისწავლის, თუ როგორ უნდა ჩაატარონ საკრებულოს სხდომა თავად დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვით.
იმიტირებული საკრებულოს სხდომა, როგორც მაღლა მივანიშნეთ, ჩატარდება ხვალ, 15.00 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართვის ცენტრში.
ინფორმაციისათვის: ასოციაცია დეას დიდი გამოცდილება აქვს იმიტირებული ღონისძიებების ჩატარების. ზუგდიდს ახსოვს მათ მიერ მომზადებული იმიტირებული არჩევნებიც და ამ არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ გაკეთებული ფრიად საინტერესო და დამაფიქრებელი ანგარიშიც. http://ka-ge.facebook.com/media/set/?set=a.123757740995858.11192.123507244354241
Комментариев нет:
Отправить комментарий