20.02.2012

                       ყველიერის კვირა

კვირის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყებამდე, შენდობა და მიტევება ვთხოვოთ ერთმანეთს


დღეიდან ყველიერის კვირა დაიწყო. ამ კვირის განმავლობაში მორწმუნეებს ხორცის პროდუქტების მიღება ეკრძალებათ,–მრევლს მხოლოდ რძის ნაწარმისა და კვერცხის მიღება შეუძლიათ.
ყველიერის კვირის ბოლო დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის ანუ მიტევების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს ცოდვებს შეუნდობენ. 27 თებერვლიდან კი დიდმარხვა იწყება, რომელიც 15 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий