09.03.2012

,,უკრაინიდან" ,,ბიძინაფართამდე", ანუ ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისის პრეზენტაციამდე ცოტა დრო დარჩა

მყუდრო  რესტორანი ,,უკრაინა" დაემშვიდობა თავის ძირითად პროფილს-ოჯახური ლხინისა და ჭირის სუფრებს. იქ ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ პრეტენზიული დამქირავებლის ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელიც ორიოდ კვირაში აქ ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისს დააფუძნებს.  როგორც ,,ზუგდიდთან" საუბარში  რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ  ნონა თოლორაიამ განაცხადა, დიდი ძებნის შემდეგ შერჩეული ,,უკრაინის" ფართი ყველა იმ პარტიის ადგილსამყოფელი იქნება, რომელიც გაერთიანდება ,,ქართული ოცნების" კოალიციაში. ,,10 დღეში ოფისში დამთავრდება სარემონტო სამუშაოები. არ ვიცი, რა სახის სამუშაოებს ჩაატარებენ, არც ის, რა თანხა ჯდება რესტორნის ოფისად გადაკეთება, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამ საკითხებს ,,ქართული ოცნების" თბილისის ოფისი არეგულირებს"-უთხრა მან ,,ზუგდიდს". ქალბატონი ნონა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის სავარაუდო ხელმძღვანელზე საუბრისგანაც იკავებს თავს, მაგრამ
 ზუგდიდელები უკვე რამდენიმე დღეა ორ კანდიდატურას ასახელებენ-ზუგდიდელ, მაგრამ ამჟამად თბილისში მცხოვრებ ოთო /ოთარ/ ჭითანავას და ზუგდიდში მცხოვრებ, დევნილ კობა ვაზგანავას. ამ წუთებისთვის უკანა პლანზე გადაიწია კობა ვაზგანავას კანდიდატურამ. რაც შეეხება ოთო ჭითანავას-სხვადასხვა დროს ბურჯანაძესთან, ზურაბიშვილთან, კუკავასთან დაახლოებულ დიპლომატს, ადვილი შესაძლებელია იმ ქალაქში მოუწიოს ,,ქართული ოცნებისთვის" ღვაწლმა, სადაც მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ. ოთო ოთარ ჭითანავას ვაჟიშვილი და ლერი ჭითანავას ძმისშვილია.
თუ ,,ქართულმა ოცნებამ" ჭითანავაზე შეაჩერა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მას ზუგდიდში საუკეთესო ოფისი ექნება, გარემოცვაც პოლიტიკურად საკმაოდ გაცნობიერებული ეყოლება, რომელმაც ძალიან კარგად იცის როგორ აწარმოოს წინასაარჩევნო მოლაპარაკებები, ბატალიები და მათ შორის წინასაარჩევნო ფართებიც.
 p.s. ოთო ჭითანავას ფეისბუქის გვერდზე საახლობლო უკვე ულოცავს ,,ქართული ოცნების" სამეგრელოს კურატორობას.http://www.facebook.com/#!/profile.php?id=100000558561633
  

Комментариев нет:

Отправить комментарий