ნატო გოგელია, სამშაბათი, 13 მარტი 2012 16:17
კოალიცია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციის წარმომადგენელი ვახტანგ გაჩეჩილაძე თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვიდან ამ წუთებში გამოვიდა. მისი თქმით, კონტროლის პალატა მისი პოლიტიკური წარსულით და ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდა. როგორც გაჩეჩილაძემ გვითხრა, პალატის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა თანხას იღებდა ის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერების შეგროვებაში და რამდენს უხდიდა სხვებს
როგორც გაირკვა, ახალი კანონის თანახმად, კოალიცის წევრების და აქტივისტების მიერ გაზეთ "ქართული ოცნების" დარიგება დანაშაული ყოფილა(?!) _ ამის შესახებ ვახტანგ გაჩეჩილაძეს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა განუცხადეს; _ მითხრეს, რომ ეს კანონით აკრძალულია. ისიც ამიხსნეს, რომ ეს მასალები გროვდება და საქმე მალე პროკურატურას გადაეცემა, _ აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე განმარტებით, კონტროლის პალატის თანამშრომელთა თქმით, პარტიამ უნდა მოახდინოს დეკლარირება, თუ რას ხარჯავს პარტიის აქტივისტი გაზეთების დარიგებისას: _ ეს არის საწვავი, მონობარათი თუ სხვა რამე. როგორც მითხრეს, ეს არ არის დეკლარირებული, რაც დანაშაულია, _ ამბობს გაჩეჩილაძე
http://www.gurianews.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий