
კვლევების თანახმად, რესპოდენტებისთვის უმთავრეს პრიორიტეტებს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს, საქართველოში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: დასაქმებულია სრულ ან ნახევარ განაკვეთზე 30%; უმუშევარია და სამსახურს ეძებს 33%; უმუშევარია
და არ ეძებს სამსახურს 7%; აქტიურ შრომით რესურსს კი მხოლოდ 29% წარმოადგენს.
და არ ეძებს სამსახურს 7%; აქტიურ შრომით რესურსს კი მხოლოდ 29% წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70% ემხრობა მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 88% არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი _ გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ არ იცის, 23% იმედოვნებს, რომ 2014 წელს ან მის შემდგომ. ამასთან, გამოკითხულთა 74%-ს სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
რესპონდენტთა 66%-სთვის მისაღებია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან საელჩოებს გაიწვევს. 53% ემხრობა საქართველოს მთავრობის თხოვნას, ამერიკამ გაზარდოს საქართველოს სამხედრო თავდაცვისუნარიანობა.რუსეთთან საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა გამოკითხულთა 88%-ს არ მოსწონს. გამოკითხულთა 49% ყველაზე მეტად ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. 30%-ის აზრით, რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
კითხვაზე "რომელი სამი რეფორმა იქნებოდა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი" ჯანდაცვის რეფორმა დაასახელა 45%-მა; სოფლის მეურნეობის რეფორმა – 39%-მა; საპენსიო რეფორმა – 28%-მა. შემდეგი პოზიცია დაიკავა – განათლების რეფორმამ – 23%; გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს მნიშვნელოვნად საარჩევნო რეფორმას; იგივე მაჩვენებელი აქვს საგადასახადო რეფორმას; სასამართლო რეფორმას მხოლოდ რესპონდენტთა 15%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო რეფორმას მედიაში ყველაზე მნიშვნელოვნად 5% მიიჩნევს.
რესპონდენტთა 64%-ს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დადებითი პასუხი აქვს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. რესპონდენტთა 14% კი ფიქრობს, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება; 8% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 7% - ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 4% - ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რესპონდენტთა ასევე 55% ნაწილობრივ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. ნაწილობრივ არ ეთანხმება – 14%; სრულად ეთანხმება - 13%; საერთოდ არ ეთანხმება - ასევე 13%; 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
პროცენტული მონაცემები იცვლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებაში – ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 47%; ნაწილობრივ არ ეთანხმება – 17%; საერთოდ არ ეთანხმება – 19%; სრულად ეთანხმება – 9%; არ იცის პასუხი – 8%; უარი პასუხზე – 1%;
კითხვაზე "არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?", - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ არის, 34%-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა. .
კვლევა ასევე მოიცავდა კითხვებს "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც. გამოკითხულთა 87%-მა იცის პრეზიდენტის ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, 11%-მა კი არ იცის; 65% არ ეთანხმება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, 13%- ეთანხმება, 21%-მა – არ იცის; მოქალაქეობის აღდგენას ემხრობა გამოკითხულთა 70% , 8% წინააღმდეგია, 22%-მა კი - არ იცის.
ამასთან, გამოკითხულთა 84%-სთვის ცნობილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ააშენოს ახალი ქალაქი ლაზიკა, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის ადგილს დაიკავებს და შავ ზღვაზე მესამე პორტი იქნება. 13%-მა ამ ინიციატივის შესახებ არ იცის. აღნიშნული 84%-დან, რომლისთვისაც ცნობილია ეს ინიციატივა, ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს 59%, 27% კი - არა, 14%-მა არ იცის. ლაზიკას მშენებლობის "მოწინააღმდეგეთაგან" 33% მიიჩნევს, რომ სოციალური საკითხების მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია; 32% - არსებული ქალაქების განვითარება უფრო მნიშვნელოივანია; 22% ფიქრობს, რომ გაუმართლებელი ხარჯებია; 9%-ის აზრით კი საფრთხეს უქმნის გარემოს; კითხვაზე, უნდა გამართულიყო თუ არა საჯარო განხილვები და კონსულტაციები პარლამენტში, ვიდრე პრეზიდენტი ამ ინიციატივას გაახმაურებდა, რესპონდენტთა 68% პასუხობს, რომ აუცილებლად უნდა გამართულიყო, 8% მიიჩნევს, რომ არ უნდა გამართულიყო, 24%-მა კი ამ კითხვაზე არ უპასუხა.
Комментариев нет:
Отправить комментарий