21 მარტს ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაფუძნდა. პარტიას დროებით ადვოკატი მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს. „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 11 წევრისგან შედგება: ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც გასული წლის ბოლომდე ქართული პარტიის თავმჯდომარე იყო, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე; ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი; უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი და ივანიშვილის ერთ–ერთი მრჩეველი ირაკლი სესიაშვილი; მწერალი გურამ ოდიშარია; გაზეთ „რეზონანსის“ ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი ნოდარ ხადური; აკადემიკოსი ივანე კიღურაძე; ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გელა ხვედელიძე; ქურთთა უფლებების დამცველი თამაზ ავდალიანი; ყოფილი დეპუტატი, გუგული მაღრაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий