24.04.2012

"კარდაკარ" მუშაობას შეუდგა

 ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დღეს შეუდგა მუშობას. პროგრამის მონაწილეებმა-რეგისტრატორებმა წინასწარ გაიარეს ტრენინგი და შეისწავლეს თავიანთი უფლება-მოვალეობა. დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ზუგდიდში, "კარდაკარის" პროგრამაში მონაწილე რეგისტრატორებისთვის სიების დარიგება დაიწყო.  მათ სამუშაო პროცესზე მონიტორინგს 40-მდე დამოუკიდებელი ჯგუფი განახორციელებს. სამუშაოს დაწყებიდან მეათე დღეს, რეგისტრატორების მიერ მოწოდებული სიების გარკვეული რაოდენობა მონაცემთა საერთო ბაზაში გადამოწმდება. კარდაკარის პროგრამის ფარგლებში რეგისტრატორები მუშაობას 10 ივნისისთვის დაასრულებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий