06.04.2012

კახა მიქაია გაათავისუფლეს

პოლიტიკური მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“  წევრი კახა მიქაია 10-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელის მოხდის შემდეგ, ჩხოროწყუს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.  კახა მიქაია 27 მარტს, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს და ათდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий