31.05.2012

ანაკლია–იურმალას შორის მემოპრანდუმი გაფორმდა



ლატვიის ქალაქ იურმალაში ანაკლია–იურმალას შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ და იურმალას მერმა გატის ტრუკსნისმა მოაწერეს. ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.
„ვულოცავ ყველა ანაკლიელს, სრულიად სამეგრელოს და საქართველოს ანაკლიის საერთაშორო კურორტად აღიარებას და ანაკლია-იურმალას შორის თანამშრომლობის ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ .

Комментариев нет:

Отправить комментарий