31.05.2012

ზუგდიდელ გარემოვაჭრეებს ბაზრის შიგნით ვაჭრობა არ აწყობთ


ისინი  საპოტესტო აქციას მართავენ.  საპატრულო პოლიცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს ,,გაფრთხილების აქტს ახსენებენ" და არ აძლევენ საშუალებას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები გაშალონ. გარემოვაჭრეები აქციის გამართვას კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისთან გეგმავენ.გარემოვაჭრეების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი და იძულებით განსახლებულია. როგორც ისინი ამბობენ, ვერ შესძლებენ გადასახადის გადახდას  იმ ადგილებზე ვაჭრობით სადაც სთავაზობენ. 

ლ. ფ. გარემოვაჭრე: ,,უკვე მერამდენედ გვაწიოკებენ. აგვყრიან, მერე ისევ მოგვცემენ ვაჭრობის ნებას.  სტუდენტი შვილები მყავს. აქ ნაშოვნი თეთრებით გამოვზარდე, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე ვერ დავაყენე. მეხვეწებიან-დედა დაჯექი სახლშიო, მოკვდები დილიდან საღამომდე ფეხზე დგომით და წანწალითო, მაგრამ შუა გზაზე ვერ დავტოვებ შვილებს. ხომ ხედავთ, როგორი დახრუკული ვარ. 40 წლის ქალი 60 წლის ქალს ვგავარ. აბა, რა იქნება დილიდან საღამომდე მზე მწვავს. იცით,  რატომ  გვაწიოკებენ ყოველთვის არჩევნების წინ?  ჩემო კარგო, აქ მარტო ის არ ჭირს რომ ჩვენ, გარემოვაჭრეები  ქალაქს ვაუშნოებთ... ერთი თვის წინ, ორი თვის წინ არ ვაუშნოებდით?... ეეეხ... არ გეწყინოს შვილო და ჟურნალისტებსაც გაბნევენ... ზუგდიდელებმა ბაზრის შესასვლელი ვერ მოიწესრიგეთ და ამაზე თქვენ არ გებოდიშებიან თორემ ჩვენ ველოდით, როცა მოუნდებოდათ დაგვაწიოკებდნენ."

Комментариев нет:

Отправить комментарий