10.05.2012

ხო, ხო,ხო,ხოოოო... ანუ დაჰკარ, დაჰკარ ტვმედიაში


“პირველმა არხმა” ნატო ბერულავას საქციელზე რეაგირება უნდა მოახდინოს

თამარ ფარადაშვილი http://www.media.ge/stories/pirvelma_arkhma_nato_ber
1TV
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ნატო ბერულავამ “tspress.ge”-ს ჟურნალისტისთვის კამერის ჩარტყმით ეთიკური ნორმა დაარღვია, რაზეც რეაგირება არხის ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინოს - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კორძაია. 
ამავე აზრს იზიარებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ადმინისტრაციული წესით უნდადასაჯოს ჟურნალისტი, ნატო ბერულავა.

“აქ არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბარი, აქ არ არის ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევაზე საუბარი, ეს არის წმინდა ორგანიზაციული სახის პრობლემა, როდესაც არა პროფესიულ ეთიკას, ზოგადად ქცევის წესებს არღვევს ჟურნალისტი და ასე ეპყრობა სხვა ადამიანებს, სხვა მოქალაქეს და თავის კოლეგას, უშლის მას ხელს პროფესიულისაქმიანობის შესრულებაში. აქ ორი აზრი არც უნდა იყოს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მყისიერი რეაქციამოახდინოს ამ ფაქტზე და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა ტიპის ღონისძიებას მიმართავს ასეთი ქმედებისდროს“- აცხადებს ქორიძე ინტერვიუში.
მისი აზრით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ინციდენტზე რეაგირებას არ მოახდენს, ეს იქნება უკვე “პირველი არხის” პოზიცია. Media.ge ამ შემთხვევაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის გასაგებად “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ხათუნა ბერძენიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვის არსის მოსმენის შემდეგ, ტელეფონი გათიშა, ხოლო მოგვიანებით ზარებს არ უპასუხა. 
ინციდენტი გუშინ, 9 მაისს, ფოთში, დევნილებთან ირაკლი ალასანიას შეხვედრისას მოხდა.  

Комментариев нет:

Отправить комментарий