11.05.2012

1 არხის ჟურნალისტის tspress.ge-ზე განაწყენების მიზეზი


tspress.ge აქვეყნებს მასალას, რომლითაც 1 არხის ჟურნალისტმა ნატო ბერულავამ, ინტერნეტგამოცემის კამერაზე მიკროფონის ჩარტყმის ფაქტი ახსნა.

ბერულავა „გურიაNEWS”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ Tspress-ის ჟურნალისტი არა შეხვედრას, არამედ პირადად მას იღებდა. მისი თქმით, ჟურნალისტებს მისთვის და ირაკლი ალასანიასთვის პროვოკაციის მოწყობა სურდათ.
–„ალასანიას, ხალხს და მათ შეხვედრას კი არ იღებდა, მე მიღებდა. ვუთხარი არ გადამიღო,-მეთქი! მაინც იმ მომენტში გადამიღო, როდესაც ირაკლი ალასანიას ვეხვეწები, ძალიან გთხოვთ, ბატონო ირაკლი, შეურაცხყოფას მაყენებენ და მიშველეთ-მეთქი. მე მაინც მგონია, რომ ისინი ფოთში ალასანიას სტუმრობის ამსახველი კადრების გადასაღებად არ იყვნენ. მგონია, რომ რაღაც პროვოკაციას გეგმავდნენ. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიას წინააღმდეგ ყოფილიყო ეს ყველაფერი მიმართული და ჩემს წინააღმდეგაც, რომ ასე აგორებულიყო ყველაფერი“–აცხადებს ბერულავა.


Tspress-ის ჟურნალისტის კამერისთვის მიკროფონის ჩარტყმის შესახებ კი ამბობს, რომ იზა სალაყაიასთან ადრე „რაღაც საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა უთანხმოება“.

“უთანხმოებას” ნატო ბერულავა გამოცემის მიერ გაშუქებულ ფოთის მერის 3 იანვრის პრესკოფერენციას უწოდებს. tspress.ge გთავაზობთ აღნიშნულ მასალას:

მასალაში “მერი და 1 არხის ჟურნალისტი მიჩნევენ, რომ “პორტიდან ყველა გასაშვები იყო” ნათქვამია:

-“ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 700–მდე თანამშრომლის შემცირებაზე, ასევე სახელმწიფოსა და პორტს შორის არსებულ ხელშკრულებასა და საკითხზე კონკრეტიკის შესახებ tspress.ge-ის კითხვამ მერის მსგავსად, პირველი არხის ზუგდიდის კორესპოდენტი, ნატო ბერულავაც გააღიზიანა. მან ჯერ ინტერნეტგამოცემის ჟურნალისტს „სიტყვებზე არგამოკიდება“ „ურჩია“, შემდგომ კი საკუთარი პოზიცია ღიად გამოხატა:

–„მე პირადად ველაპარაკე მათ (გათავისუფლებულებს-ავტ.) და ისეთი კომპენასაციები მისცეს , ნეტავ, მე რომ გამიშვებდნენ, მომცემდენენ.....ძალიან გაბერილი იყო შტატები, ყველა გასაშვები იყო,“– განაცხადა ბერულავამ, რომელსაც მერი „დამშვიდებას“ თხოვდა.

ბერულავა განაწყენებას აღნიშნული ჩანაწერის გასაჯაროვებას უკავშირებს, რაც არანაირ კავშირში არაა, მის მიერ თავში დასახელებულ მიზეზთან, თითქოს მას ჟურნალისტმა იმ დროს გადაუღო, როცა მან ირაკლი ალასანიას შესჩივლა იმის გამო, რომ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

-"კიდევაც რომ მართალს ამბობდეს ბერულავა და ყოფილიყო შეურაცხყოფის ფაქტი, პირიქით, ჟურნალისტი ვალდებული იყო გაეშუქებინა და რომ იღებდა ამ ყველაფერს, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, ეს არაა არანაირი დანაშაული. ხოლო ბერულავას საქციელი, ესაა ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და შეურაცხყოფის მიყენება პიროვნებისთვის საჯაროდ. თუკი ბერულავა ადრე რაიმე მასალაზე იყო განაწყენებული და თუკი ის ეთიკისა და სტანდარტის დარღვევას უკავშირდებოდა, მას ჰქონდა საშუალება, გამოცემისთვის ეთიკის ქარტიაში ან სასამართლოში ეჩივლა. ხოლო, თუკი მისი განაწყენება მისივე კომენტარის გასაჯაროვებას შეეხებოდა, ეს უკვე არასერიოზულია და აღნიშნული ინციდენტი ემსგავსება"ძველბიჭურ" გარჩევას, რაც ჟურნალისტისთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, ეს ბერულავას პრობლემაა. ისე, ამდენ თავის მართლებას, მას და მის ხელმძღვანელობას, ერთი პასუხისმგებლიანი განცხადების გაკეთებას ვურჩევდი",-აცხადებს tspress.ge-ს რედაქტორი ელისო ჯანაშია.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე, რომელმაც  ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ბერულავას ადმინისტრაციული წესით სასჯელი უნდა დაეკისროს.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий