საქმე ისაა, რომ ზუგდიდის ცენტრში, ბაზრის ჩასასვლელის მთელ სიგრძეზე, ამ ზამთარს ისევ გაიმართა დახლები და გარემოვაჭრეები ადრინდელთან შედარებით, როცა წარა-მარა პოლიცია აიძულებდათ აეშალათ საქონელი, დღემდე მშვიდად განაგრძობენ ვაჭრობას. ძირითადად, ხილითა და
ბოსტნეულით ვაჭრობენ, ყველიცაა კანტიკუნტად... სხვადასხვა წვრილმანიც. შორიახლო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსებიც დგებიან. მოქალაქე იქვე ყიდულობს ყველაფერს, ბაზრის შუაგულიდან რომ არ ათრიოს მძიმე ჩანთები და ტრანსპორტშიც იქვე ჯდება. მთელი ზამთარი ითმინეს კლიენტების სინაკლებით განაწყენებულმა ბაზრის შიდამოვაჭრეებმა, მაგრამ გაზაფხულზეც რომ იგივე გაგრძელდა, ერთი ნაწილი თავადაც გარეთ გამოვიდა სავაჭროდ, მეორე ნაწილმა კი, დღეს გუბერნიას და ბატონ მისაბიშვილს მიაშურა მოთხოვნით-ან დაკეტეთ ეს ბაზარი, ან კანონს დამორჩილდესო ყველა. აქციის მონაწილეებს გუბერნატორის ნაცვლად მისი მოადგილე ჯაფარიძე შეხვდა, რომელმაც შიდამოვაჭრეებს საკითხის შესასწავლად დრო თხოვა. შიდამოვაჭრეები იმუქრებოდნენ, რომ თუ დროზე არ მოგვარდებოდა მათი პრობლემა სააკაშვილთან ჩავიდოდნენ თბილისში. ერთერთმა მათგანმა ბიძინა ივანშივილიც ინატრა-მოვა და დაადგამს თავს ყველაფერსო. დღევანდელი აქციაც წინასაარჩევნო ხელწერით გამოირჩეოდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წინა არჩევნებში ძირითადად გარემოვაჭრეები მართავდნენ აქციებს, შიდამოვაჭრეები კი, მშვიდად განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს, ამჯერად კი პირიქით იყო-გარემოვაჭრეები გაცხოველებული ვაჭრობდნენ, როცა მათი კოლეგები გუბერნატორს ელოდებოდნენ პრობლემის მოსაგვარებლად.

Комментариев нет:
Отправить комментарий